სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 ნოემბერს ქუთაისში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი 13. ოზურგეთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია მცირე ნალექი, +20 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში იწვიმებს, +20 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +11.
+19 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს მესტიაში, სადაც +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება და იწვიმებს. +8 იქნება ღამით.
ჭიათურაში +21 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი და ღამით +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ასევე ნალექიან დღესა და +17 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +18 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +9 გრადუსს და წვიმას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი დღე და +20 გრადუსია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +19 გრადუსი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში +13 გრადუსი და წვიმა არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე გათბება, ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+22 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, უნალექო იქნება დღე, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება და ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.