USD 2.5966
EUR 2.9082
RUB 3.2221
თბილისი
როგორ უნდა მოხდეს რუსეთის და ევროპის ადაპტირება აშშ და ჩინეთის დაპირისპირებასთან
თარიღი:  2561

 

ევროპული უსაფრთხოების პრობლემა დღეს და მომავალში, კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება, მაშინ როცა უსაფრთხოების სტრუქტურის ორი უმთავრესი კომპონენტი NATO-ს ქვეყნები და მათი პარტნიორები ერთის მხრივ და რუსეთი მეორეს მხრივ მჭიდრდ არის დაკავშირებული XXI საუკუნის მთავარ კონფლიქტთან - აშშ-ს და ჩინეთის დაპირისპირებასთან.

2010 წლების შუაში საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი სახელმწიფო­ების განახლებული გლობალური დაპირისპირება  მნიშვნელოვნად აისახა საერთაშორისო და რეგიონალურ, მათ შორის ევროპულ უსაფრთხოებაზე.

2014-2016 წლებში, როცა წინააღმდეგობა ჯერ მხოლოდ იწყებოდა, საუბარი იყო რუსეთ-აშშ- ურთიერთობების კონფრონტაციაზე, რაც ცივი ომის მდგომარეობას წააგავდა, მაგრამ არსებითად განსხვავდებოდა მისგან. შემდგომში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. 2017 წლიდან აშშ-მ უარი თქვა ჩინეთთან ადრინდელ პოლიტიკაზე და ამ ქვეყნის მიმართ მკაცრ ზეწოლაზე გადავიდა.

ერთდროულად ვაშინგტონმა გააძლიერა პოლიტიკურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა მოსკოვზე, რუსეთ ამერიკის ურთიერთობები უფრო და უფრო  იძაბებოდა. ამ ურთი­ერთდაპი­რის­პირების ფონზე თავის მხრივ პეკინმა და მოსკოვმა გაააქტიურეს თანამშრომ­ლობა სხვა­და­სხვა სფეროში, სამხედრო სფეროს ჩათვლით.  2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმეერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის ურთიერთობას სამოკავშირეო უწოდა.

ზოგიერთი შეფასებით მსოფლიო ახალ ბიპოლარულ პერიოდში შედის, სადაც მთვარი მოთამაშეები აშშ და ჩინეთი ქნება. მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ სისტემებში ლიდერის მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს, ეკონომიკურად გაძლიერე­ბულ ჩინეთს ფინანსურ და სამხედრო სფეროში მეტოქის მსგავსი გეოპოლიტიკურ ამბიცები უჩნდება.

მაგრამ ამ ორი პოლუსის დაპირისპირება სავარაუდოდ არ იქნება ისეთი ყოვლის­მომ­ცველი როგორიც  XX საუკუნის მეორე ნახევარში სსრკ-ს და აშშ-ა დაპირისპირება იყო. მსოფ­ლი­ოში ალბათ აღარ იქნება  კვეთრი გაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო. მაგრამ ეს დაპირისპირება აიძულებს სხვა ქვეყნებს განსაზღვრონ თავისი ადგილი ვაშინგტონი პეკინის დაპირისპირების ცენტრალური ღერძის მიმართ, ეს პირველ რიგში ეხება რუსეთს, რომელმაც მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოუყალიბდა ჩინეთთან და ევროპას სადაც ქვეყნების უმრავლესობა NATO-ს  წევრებია ან გარკვეულ წილად ამერიკისკენ მიისწრაფიან.

ამგვარად ევროპის უსაფრთხოება მორიგ ევოლუციას განიცდის. XX საუკუნის პირველ ნახევარში ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ევროპის სახელმწიფოების პრობლემა და საუკუნის მეორე ნახევარში  საბჭოთა კავშირი - ამერიკის ურთიერთობების ფუნქციად იქცა. ამჟამად ევრო­პის უსაფრთხოება ევროპა-აზიის უსაფრთხოების სისტემის ელემენტი ხდება, სადაც ამერიკის და რუსეთის გვერდით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ჩინეთი თამაშობს.

ევროპული უსაფრთხოების პრობლემა დღეს და სამომავლოდ კონტინენტის უსაფრთხო­ების უზრუნველყოფაში მდოგმარეობს,  როცა უსაფრთხოების სტრუქტურის ორი უმთავრესი კომპონენტი (NATO-ს ქვეყნები და მათი პარტნიორები ერთის მხრივ და რუსეთი მეორეს მხრივ) მჭიდრდაა დაკავშირებული XXI საუკუნის მთავარ კონფლიქტთან.

გასაგებია, რომ სიტუაცია არასიმეტრიულია. ევროპის ქვეყნები ფორმალურ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში არიან აშშ-თან, და ეს მოქმედების ერთიანობას გულისხმობს, მაშინ როცა რუსეთსა და ჩინეთს შორის ოფიცილაურად არსებობს სტრატებიული პარტნიორობის ურთი­ერ­­თობა ,რაც მოსკოვს და პეკინს მანევრირების თავისუფლებას უტოვებს.  NATO კვლავინდებურად პოტენციურ მოწინააღმდეგედ  რუსეთს განიხილავს და არა ჩინეთს . რუსეთისთვის კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ ევროპაში ამერიკული სამხედრო გავლენის სინონიმია. რუსეთი ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო არენაზე როგორც დამო­უ­კიდებელი ერთეულად გამოდის, ხოლო ევროპის ქვეყნები NATO-ს ფარგლებში კონსოლიდირებულ სუბიექტს არ წარმოადგენენ და აშშ უდაოდ ლიდერის როლში გამოდის. ევროკავშირს, როგორც სახელმწიფოების მჭიდრო კავშირს, მაგრამ არა მოკავშირე სახელმწი­ფოს,  არ გაანია საკუთარი სტრატეგიული იდენტურობა და მხოლოდ აცხადებს სტრატეგი­ული ავტონომიის სურვილს.

 

ახალი გეოეკონომიკა

ქვეყნების თანამშრომლობა და მეტოქეობა - თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთო­ბების ძირითდი მამოძრავებელია. ცივი ომის შემდგომ მეოთხედი საუკუნის მანძილზე ერთი ქვეყნის - ამერიკის შეერთბული შტატების უნივერსალური დომინირების პერიოდი დას­რულ­და. სისტემამ Pax Americana ხელი შეუწყო საერთაშორისო ურთიერთობების გლობა­ლიზაციას, სხვადასხვა სფეროში მოწინავე სტანდარტების გავრცელებას და შედეგად - მსოფლიოს ერთიანობას თუნდაც ერთადერთი სახელმწიფოს ხემძღვანელობით. Pax Americana სისტემა დაეხმარა ჩინეთის ეკონომიკის ტექნოლოგიური დონის ზრდას და ამაღლებას, ინდოეთის განვითარებას, საშუალება მისცა ეროპას დაევიწყებინა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა; ასევე ბევრი რამ მისცა რუსეთს და სხვა ქვეყნებს.

Pax Americana-ს გარკვეული ნაკლოვანებებიც გააჩნდა. მთავარი მათგანი - არა გიგანტი-სახელმწიფოს განსაკუთრებული მდგომარეობა, არამედ მისი ელიტის ეგოიზმი და დღის წესრიგის შეზღუდულობა, რომელსაც ეს ელიტა აყალიბებდა. ამერიკული ჰეგემონია ეფექ­ტური იყო როცა საერთაშორისო ურთიერთობების წინა, კონკურენტული ციკლის მოწინა­­აღ­მდეგე - რუსეთი შინაგანი არეულობებს, ჩავარდნებს და შემდგომ არათანაბარ აღორძინებას განიცდიდა, ხოლო ახლად წარმოჩენილი მოწინააღმდეგე - ჩინეთი მთლიანად საშიანო განვითარებაზე იყო მობილიზებული. როდესაც რუსეთში  გადაწყვიტეს, რომ ქვეყანას საკმარისი ძალა გააჩნდა სახელმწიფოების დიდ  თამაშში დასაბრუნებლად, ხოლო ამერიკამ აღმოაჩინა, რომ ჩინეთი დიდ წარმატებებს აღწევს ეკონომიკაში და შესაძლოა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ტექნოლოგიურ სფეროში Pax ერა დამთავრდა.

ამერიკა-ჩინეთის  დაპირისპირება განსხვავდება საბჭოთა კავშირი - ამერიკის დაპირისპირებისაგან,  ნაკლები იყო აქცენტი იდეოლოგიასა და სამხედრო სფეროზე. პირველ პლანზე გამოვიდა ეკონომიკის, ფინანსების, ტექნოლოგიების საკითხებ. შეჯიბრი უკვე ეკონომიკურ მოდელებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიურ პლატფორმებს შორის მიმდინარეობს, ასევე დღის წესრიგსა და მომავლის ხედვას შორის, რომელსაც ამერიკა და ჩინეთი თავაზობენ. გეოპოლიტიკა კვლავ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ გაფარ­­თოებულია ახალი განზომილებებით  - გეოეკონომიკით, გეოფინანსებით, გეოტექნო­ლოგი­ებით.

ამერიკისაგან განსხვავებით ევროპა ჩინეთს არ განიხილავს,  როგორც სამხედრო საფრ­თხეს და არ ცდილობს მისგან საკუთრი გლობალური ეკონომიკური ლიდერობის დაცვას. ის გახსნილია კორეის სახალხო რესპუბლიკასთან სათანამშრომლოთ და საურთიერთობიდ.

ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ევროპაში სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. ერთის მხრივ ჩინეთის სურვილი, შექმნას ან  მოახდინოს აზია-ევროპის შემაკავ­შირებელი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ევროკავშირის საგარეო აქტივობის ძირითა­დი სფეროს -  საგარეო ვაჭრობის, განვითარებას ახალ საშუალებებს იძლევა. მეორეს მხრივ შეშფოთებას იწვევს კორეის სახალხო რესპუბლიკის მისწრაფებები: საზღვარგარეთ შეიძინოს ინფრასტრუქ­ტურ­ული ობიექტები, სხვა ქვეყანაში იყიდოს პოლიტიკური გავლენა, განსა­კუთრებით თუ ეს ეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებს და თავად ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს.

კორეის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყანას, რომელთაგან 11 ევროკავშირის წევრია. ევროპის ერთ-ერთმა უმსხვი­ლესმა ქვეყანამ - იტალიამ მხარი დაუჭირა ჩინეთის წინადადებას „ერთი სარტყელი, ერთი გზა.“ საბერ­ძნეთმა საკუთარი ნავსადგურები დაუთმო ჩინეთს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი წევრი - უკრაინა, ბოლორუსია, ამიერკავკასიის რესპუბლიკები, ყაზახეთი და შუა აზიის სახელ­მწიფოები ჩინეთს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, ეკონომიკურ და ფინანსურ პარტნიორად განი­ხი­ლა­ვენ. მათი მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკისათვის პეკინი, როგორც რუსეთის ფე­დე­რა­ციის, ისე დასავლეთის ქვეყნების და მათი ინსტიტუტების ალტერნატივას წარმო­ადგენს.

რუსეთი რა გახდა   „ერთი სარტყელი, ერთი გზა.“პარტნიორი, ის უბრალოდ შეუერთდა

ჩინეთის პროექტს. რუსეთის ფედერაცია ფრთხილად მოქმედებს და ცდილობს არ იყოს ძალიან დამოკიდებული ჩინეთზე, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მტკიცდება.

2014 წლიდან ჩინეთმა ჩაანაცვლა გერმანია და პირველი ადგილი დაიმკვიდრა რუსრთის ტვირთბრუნვაში (რფ მხოლოდ მეათე ადგილი უკავია ჩინეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის). ჩინეთმა ჩაანაცვლა. გერმანია, როგორც რუსეთში ავტომობილების და დანადგარე­ბის მთავარი მომწოდებელი. ამგვარად გეოეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირი აღ­მო­სავლეთით თანამშრომლობს უკვე არა მხოლოდ რუსეთთან და ევროაზიურ ეკონომიკურ კავშირთან, არამედ რუსეთ-პოსტსაბჭოთა-ჩინეთის  ეკონომიკურ „გაერთიანებასთან“ (сопряжение). არშემდგარი დიდი ევროპა ლისაბონიდან - ვლადივოსტოკამდ შეიცვალა დიდი აზიით შანხაიდან-პეტერბურგამდე.

ეს ცვლილებები შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2014 წ. აშშ-მ და ევროკავშირამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დაადგინეს. რუსეთი, რომელიც ასწლეუ­ლების მანძილზე კრედიტების, ინვესტიციების და ტექნოლოგიების სფეროში ძირითადად   დასავ­ლეთ ევროპაზე იყო ორიენტირებული, ალტერნატივის ძებნაში იძულებული  გახდა აქტიუ­რად დაინტერესებულიყო აღმოსავლეთით. დასავლური სანქციების პირობებში რუსე­თი იძულებული იყო  ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციებისთვის საკუთარი ენერგერესურ­სების ათვისების ნება მიეცა, რასაც ადრე თავს არიდებდა. რუსეთის საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში  ბალანსი დასავლეთის მიმართულებასა და ისტორიულად ჩამორჩენილ აღმო­სავ­ლეთის მიმართულებას შორის მნიშვნელოვნა  ინაცვლებს აღმოსავლეთით.

რუსეთი ჩინეთისაკენ ტრიალდება ფინანსური და ტექნოლოგიური თვალსაზრის­ი­თაც. აშშ-ს შესაძლო სანქციების გათვალისწინებით მოსკოვი ახდენს საკუთარი ოქროს სავალუტო რეზერვის დივერსიფიცირებას. გაყიდული დოლარის აქტივების ნაცვლად რუსეთის ფედე­რაცია ძირითადად ევროში იძენს აქტივებს, ჩინური იუანის წილიც მნიშვნელოცნად გაიზარ­და.

რუსეთ-ჩინეთის მცირე, მაგრამ მზარდი ტვირთბრუნვა ხორციელდება ეროვნულ ვალუტებში. პეკინის მითითებით ჩინეთის სახელმწიფო ბანკები რუსეთის ფედერაციის სახელმეიფო კორპორაციებს უზრუნველყოფს გრძელვადიანი კრედიტებით. კიდევ უფრო თვალსაჩინოა ეს ცვლილებები ცენტრალური აზიის ქვეყნებში. რა თქმა უნდა საუბარი არაა ყოფილი საბშოთა კავშირის ტერიტორიაზე იუანის ზონის შექმნის შესახებ, მაგრამ ჩინეთის პოზიციები რეგიონის ფინანსურ სფეროში სულ უფრო და უფრო მყარდება.

5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  საკუთარი პლატფორმის შექმნაში ჩამორჩენილი რუ­სე­თი  ისევ ჩინეთის მხარდაჭერის იმედზეა - პოლიტიკურად არასაიმედო ამერიკის ნაცვლად. მოსკოვის ზოგადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოახდინოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის დივერსიფიცირება სფეროს ყველა ძირითად ლიდერთან აშშ, ევროპასა და ჩინეთთან თანამშრომლობით. ევროპული კომპანიები Nokia და Ericsson მოსკოვის აზრით შესაძლო პარტნიორებად რჩებიან, მაგრამ კრიზისულ სიტუაციებში (ზეწოლა აშშ-ს მხრიდან) სანდო არ არიან.

თუ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა უარყოფით დინამიკას შეინარჩუნებს, რაც უახლოეს პერსპექტივაში სავარაუდოა, ხოლო ადგილობრივი რუსული ტექნოლოგიების განვითარების დონე კვლავ დაბალი იქნება, რუსეთის ტექნოლოგიური დამოკიდებულება ჩინეთზე გაიზრდება. რფ შეიძლება მოხვდეს ჩინეთის განვითარებული ტექნოლოგიების  სფეროს გავლენის ქვეშ. ამ შემთხვევაში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ტექნოლოგიური ბარიერიც გაჩნდება.

 https://tbilisipost.ge/media/9aa402cc3779552438bc02037d18a1e4_S.jpg

ახალი გეოპოლიტიკა

ბარიერი გეოსტრატეგიულ სფეროში  - ფაქტიურად სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპი­რე­­ბის ხაზი - უკვე არსებობს. ათვლის წერტილად იქცა უკრაინის პოლიტიკური კრიზისი, რუსეთის ფედერაციის ჩარევა ამ კრიზისში, ყირიმის მიერთება რფ-თან და ამის კვალდაკვალ შეიარაღბული კონფლიქტი დონბასში. 2014 წლიდან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი აშკარად მტრული გახდა. NATO რუსეთის ურთიერთობა კვლავ შევიდა ფაზაში, როცა ორივე მხარე მეორეს შესაძლო მოწინააღმდეგედ განიხილავს. გამძაფრდა ურთიერთობა რუსეთსა და უშუალო მეზობლებს - პოლონეთსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს შორის. ამ ფონზე აშშ-ს სამხედრო გავლენა აღმოსავლეთით  ინაცვლებს (პოლონეთი, ბალტიისპირეთი, რუმინე­თი). თავის მხრივ რუსეთი აძლიერებს საკუთრ სამხედრო ძალებს კალინინგრადის ანკლავში.

ბოლო წლებში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. 2014 წლის შემდეგ მოსკოვმა შეასუსტა საექსპორტო შეზღუდვები და დათანხმდა ჩინეთისთვის შეიარაღების თანამედროვე სისტემების გადაცემას, როგორიცაა კომპლექსები ПВО С-400 და თვითმფრინავები Су-3516.

2000 წლიდან მიმდინარე რუსეთის და ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის ერთობლივი სამხედრო სწავლებები უფრო მასშტაბური გახდა. ამასთან ხდებოდა ორი არმიის შეთანხმებული მოქმედების შემუშავება  ანტიტერორისტული ოპერაციების დროს, აგრეთვე განიხილებოდა მათი გამოყენება სხვა შესაძლო კონფლიქტებშიც, რეგიონალური კონფლიქტების ჩათვლით. ჩინეთის სამხედრო მეზღვაურები რუს კოლეგებთან ერთად სწავლებებს გადიან ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში. 2019 წლიდან ორი ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალები ახორციელებენ ერთობლივ საჰაერო პატრულირებას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

2019 წელს მცირე და საშუალო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებამ  გააუქმა აკრძალვა მიწისზედა ბაზირების 500-5500კმ რადიუსის მოქმედების რაკეტების განლაგებაზე. თუ კი მოხდება ევროპის კონტინენტზე ამერიკული რაკეტების ბაზირება, ამან შეიძლება ევროპაში  1983 წლის შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური მდგომარე­ობის ყველზე სერიოზულ გამწვავებას გამოიწვევს. ამას მოყვება ბირთვული სტრატეგიის გადახედვა და ბირთვული კონფლიქტის საშიშროების ზრდა.

მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების განთვსება ევროპაში ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე მსგავსი სისტემებისა აზიაში. სავარაუდო სამიზნეები ასეთ შემთხვევაში კორეის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური ობიექტები იქნება. სწორედ კსრ-ს სამხედრო ძალების გაძლიერება და ვაშინგონის სურვილი წინ აღუდგეს მსგავს მოვლენებს, გახდა აშშ-ს მცირე და საშუალო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გასვლის მთავარი მიზეზი ( Intermediate-Range Nuclear Forces Treaty, IRNFT).

აზიაში მოულოდნელი დარტყმის სისტემების განთავსებამ, რომლებსაც შესწევთ ძალა გაანადგუროს მოწინააღმდების ძირითადი ობიექტების და სარაკეტო ბაზები, შესაძლოა საპასუხო ნაბიჯები გამოიწვიოს, როგორც ჩინეთის, ისე რუსეთის მხრიდან. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დახმარებს უწევს პეკინს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნაში (СПРН), რომლებიც გამორიცხავენ ჩსრ-ზე მოულოდნელი ბირთვული სარაკეტო დარტყმის განხორციელებას. ამ დრომდე СПРН სისტემები მხოლოდ რუსეთს და აშშ-ს გააჩნდა. ამგვარად ჩინეთი-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა აძლიერებს საკუთრ სტრატეგიულ სიძლიერეს.  დაპირისპირების ექო ევრაზიის  ერთ ბოლოში უცბად ნახავს გამოხმაურებას მის მეორე მხარეს

 

 

ევროპულიდან ევრო-აზიურ უსაფრთხოებამდე

მოყვანილი მაგალითები არ მოწმობენ რუსეთ-ჩიენთის სამხედრო კავშირის, მით უმეტეს მო­ნო­ლი­­თური ბლოკის ფორმირებას, რომელიც წინ აღუდგება ამერიკის შეერთებულ შტა­ტებს და მის მოკავშირეებს. მოსკოვის და პეკინის ურთიერთობას სამოკავშირეო ხასიათი აქვს, მაგრამ ეს ურთიერთობა არ არის ვარშავის ხელშეკრულების და NATO-ს მსგავსი, სადაც უპირობოდ დომინირებს მთვარი წევრი.

ჩინეთიც და რუსეთიც სათუთად ეპყრობიან საკუთარ სუვერენიტეტს და ცდილობენ საგარეო პოლიტიკური მანევრირების თავისუფლება შეინარჩუნონო. არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და არც რუსეთის ფედერაციას  არ სურს და არ შეუძლია ლიდერობა ამ „ორეუ­ლში“ («двойка»). ამ თვალსაზრისით ურთიერთობა მოსკოვი-პეკინი უფრო   გავს რუსეთის იმპერიის სხვა დიდ სახელმწიფოებთან ან საბჭოთა კავშირის ანტიგიტლერული კოალიციის ქვეტყნებთან გაფორმებულ კავშირებს

ასეთი მდგომარეობა მოქნილი ურთიერთობის საშუალებას იძლევა რუსეთსა და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ჩინეთთან ნაკლებად სანდო და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად იაპონიასთან აღმოსავლეთით, ინდოეთთან - სამხრეთით და ევროპის ქვეყნებთან დასავლეთით.

რუსეთის საგარეო პოლიტიკამ მსგავსი მოქნილობის მაგალითები გამოავლინა ახლო და შუა აღმოსავლეთში, სადაც სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფონზე შეძლო პრო­დუქტიული კონტაქტები შეენარჩუნებინა პოლიტიკურ ანტაგონისტებთან - ისრაელთან და ირანთან, ირანთან და საუდის არაბეთთან. თურქეთთან და ქურთებთან. აშკარაა რომ რუ­სეთს გადაწყვეტილი აქვს დამოუკიდებელი ურთიერთობები იქონიოს აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან.

მოქნილი პოლიტიკა ევროპაში ხისტი ბიპოლარობის თავიდან აცილების შანსს იძლევა. ამ შესაძლებლობის გამოყენება შეიძლება რუსეთის და ევროპის პარალელური ნაბიჯების შემ­თხვე­­ვაში. გასაგებია, რომ უსაფრთხოების სფეროში ევროპა-რუსეთის ურთიერთობის გაუმ­ჯო­ბე­სება შესაძლებელია თუ შესრულებულდება 2015 წლის მინსკის ხელშეკრულება დონ­ბას­­თან დაკავშირებით. 2019 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად  უკრაინაში ხელისუფლების შეცვლია ხელსაყრელ გარემოს შექმნის ამისთვის.

მინსკის ხელშეკრულების სრული მოცულობით შესრულებამ და მის საფუძველზე დონ­ბა­­­სის უკრაინაში ინტეგრაციამ, შეიძლება გამოიწვიოს სანქციების შემსუბუქება ან მათი გაუქ­მება. ეს თავის მხრივ დაეხმარება მოსკოვს  დააბალანსოს რუსეთის საგარეო და საგარეო­ეკო­ნო­მიკური პოლიტიკა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამავე დროს  უკრაინის აღმოსავ­ლე­თ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მიღწეულმა წარმატებებმა შეიძლება გა­ზარ­დოს გაერთიანებული ევროპის, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის მნიშვნელობა, რომელსაც შესწევს ძალა აქტიურად და დამოუკიდებლად მიიღოს მონაწი­ლეობა კონტინენტზე საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრაში.

დონბასის პრობლემის მოგვარება საუკეთესო შემთხვევაშიც საკმარის დროს მოითხოვს. უკ­რაინელი ნაციონალისტები მკააცრად აკრიტიკებენ მინსკის მოლაპარაკებას, როგორც კაპი­ტულანტურს. საბოლოო დიპლომატიური წარმატება უზრუნველყოფილი არ არის. მაგრამ რუ­სეთ­-ევროპის ეკონომიკური კავშირების დიდი უმრავლესობა სანქციებით არ რის შეზღუ­დული. რუსეთის ბაზრის მთელ რიგ მიმართულებებზე, მათ შორის ინფორმაციული  და კო­მუ­ნიკაციური ტექნოლოგიები, ევროკავშირის ქვეყნებმა სერიოზული კონკურენცია შეიძ­ლე­ბა გაუწიონ ჩინელ მეწარმეებს. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ევროპის კომერციული და სტრატეგიული ინტერესებისთვის, ისე რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის - აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის წონასწორობის  მხარდაჭერის თვალსაზრისით.

საერთაშორისო კონკურენციის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც რუსეთმა და ევროპან  სტატეგიული ბალანსი უნდა შეინარჩუნს არის არქტიკა და კერძოდ ჩრდილოეთის საზღვაო გზა აზიიდან ევროპისკენ, რომელიც ძირითადად რუსეთის სანაპიროს გასწვრივ გადის.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ახალი ევრორაკეტული კრიზისის თავიდან აცი­ლება, რომელიც შეიძლება 1970-1980 წლების მოდელის მსგავსად განვითარდეს. რეგიონის სტრა­ტე­გიული სტაბილობის შენარჩუნებაში ევროპის აქტიურო მონაწილეობა მნიშვნელო­ვანია როგორც კონტინენტის უსაფრთხოების გასამყარებლად, ისე გაერთიანებული ევრო­პის გეოპოლიტიური როლის ასამაღლებლად. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არ გაიმეოროს საბჭოთა კავშირის დროინდელი შეცდომები და არ აიძულოს ევროპელები მოსკოვისგა დაცვა ამერიკელებს მიმართონ.

ევროკავშირის, რუსეთის და ამერიკის წარმატებული თანამშრომლობა მოლდოვის შიდა კრიზისის მოგვარებაში, იმედს იძლევა, რომ მწვავე დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შო­რის პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე შეიძლება შერბილდეს. ბოლო წლების მძიმე გაკვეთი­ლების გათვალისწინებით, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს გარშემო შექმნილი სი­ტუა­ციიდან გამოსავალი შეიძლება გახდეს რუსეთის მზადყოფნა არ ჩაერიოს ამ ქვეყნების და ევროკავშირის ურთიერთობის თავისუფალ განვითარებაში. მნიშვნელოვანი საპირწონის მნი­შ­ვნელობა აქვს დამოუკიდებელი და მოსკოვისადმი მეგობრული ბელორუსიის, როგორც ევროკავშირის და რუსეთის. რუსეთის და უკრაინის შემაკავშირებელი რგოლის  განვითა­რებას.

XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა დიდი ევრაზიის რეგიონების რიცხვში შედიან. ამიტომ ლოგიკურია, რომ  ევროპის უსაფრთხოების გამყარებისათვის აუცილებელია ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის და სასურველია აშშ-ს თანამშრომლობა ირანის ბირთული პრობლემის მოგვარების საკითხებში; მათი ძალისხმევის გაერთიანება სპარსეთის ყურის ზონის სტაბილიზაციისთვის; თანამშრომლობა სირიის პოლიტიკური ასპექტის დარეგულირებაში და ამ საფუძველზე ერთობლივი მონაწილეობა სირიის აღორძინებაში; თანამშრომლობა და ვითარების სტაბილიზაცია ლიბანში.

ზემოთ ჩამოყალიბებული იყო მხოლოდ ზოგიერთი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ ხისტი ბიპოლარობა და მივათწიოთ წონასწორობას ევროპაში და დიდ ევრაზიაში მთლიანად. კარგია თუ გამოთქმული მოსაზრებები ბიძგს მისცემენ ახალი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული რეალობის შესახებ მსჯელობას. დიალოგი ამ საკითხებზე მწვავე აუცილებლობაა,  XXI საუკუნის გლობალური სცენის ორ მსხვილ, მაგრამ უკვე არა მთავარ მოთამაშეს - ევროპასა და რუსეთს შორის.

 

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის