USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
როგორ შეცვალა 50 წლიანმა კლიმატის ცვლილებამ „ლურჯი მარმარილოს“ (Blue Marble) სახე კოსმოსიდან
თარიღი:  425

„ცისფერი მარმარილო“ - ასე ჰქვია NASA-ს ეკიპაჟიანი მთვარის მისიის, „აპოლო 17“-ის წევრების მიერ დედამიწისთვის გადაღებულ ფოტოს. იგი ზუსტად 53 წლის წინ იყო გადაღებული. კამერა Hasselblad-ით გადაღებული ეს სურათი პირველი იყო, რომელზეც დედამიწის მთლიანი სიმრგვალე იყო ასახული. იქამდე, დედამიწა კაცობრიობას მხოლოდ ფრაგმენტირებულად ჰქონდა ნანახი. 53 წლის შემდეგ პლანეტის ახალ ფოტოებზე, რომლებიც ძველს შეადარეს, ცვლილებები დაინახეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობა ძალიან ჩქარი ტემპებით ცვლის დედამიწას და ეს თუ აქამდე არც თუ ისე შესამჩნევი იყო, ახლა თვალში საცემია. ურბანიზაცია, ტყეების გაჩეხა, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ადგილები - ეს ყველაფერი დედამიწის იერსახეს ცვლის.

ასტრონომების თქმით, მთავარი რისი დანახვაც კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ზედაპირზე ჩანს - ეს არის გაჩეხილი ტყეები და მცენარეების შემცირება. ასევე მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის მკვეთრი შემცირება აღნიშნეს, რაც კლიმატის ცვლილების მთავარი ინდიკატორია. ასტრონომები ასევე აღნიშნავენ ქალაქების მკვეთრ მატებას და განაშენიანების ზრდას, გაზრდილია ხანძრების რიცხვი.

მომდევნო ეკიპაჟიანი მთვარის მისია Artemis II 2026 წელს არის დაგეგმილი და ასტრონომები კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ახალ ფოტოებს მოუთმენლად ელოდებიან.

blu

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის