USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები? - „ზოგს სკოლები, ზოგს კი - რეპრესიები. "
Date:  547

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის" რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ მასალას სათაურით „ზოგს სკოლები, ზოგს კი - რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?" (ავტორი - მაგერამ ზეინალოვი). პუბლიკაციაში ქართველების (ინგილოების) მდგომარეობაც არის მიმოხილული.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ეროვნული უმცირესობების წილი მხოლოდ 5%-ს შეადგენს (ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი მიუთითებს, რომ 2019 წელს მოსახლეობის აღწერა არაკეთილსინდისიერად ჩატარდა და ამიტომ ოფიციალური მონაცემების სისწორე საეჭვოაო), თანაც ზოგიერთებს - მაგალითად, რუსებს და ქართველებს, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარ ენაზე ისწავლონ და თავიანთი კულტურა განავითარონ.

რუსებს აზერბაიჯანის მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობებში რაოდენობით მესამე ადგილი უკავიათ, ლეზგებისა და თალიშების შემდეგ, (0,7% ანუ დაახლოებით 71 ათასი). ქართველები შედარებით ცოტანი არიან - 8,4 ათასი ქართველი და 1,8 ათასი ინგილო (ინგილოები ქართველების ეთნოგრაფიულ ჯგუფია, რომლებიც საკუთარ თავს ასე უწოდებენ და ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე ლაპარაკობენ). როგორც რუსებს, ისე მათაც აქვთ თავიანთ ენაზე სკოლები და სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებითაც ისინი საქართველოდან მარაგდებიან.

ბაქოს თითქმის ყველა სკოლაშია დაშვებული რუსული ენის სწავლება, არსებობენ რუსულენოვანი უმაღლესი სასწავლებელები, მოსკოვის "ემგეუს" ფილიალი და კულტურული ცენტრები.

მიდგომებში განსხვავება იმით აიხსნება, რომ ქართველებს და რუსებს "პატრონი სახელმწიფოები" ჰყავთ, რომლებთანაც ბაქოს კარგი ურთიერთობები აქვს, ამიტომაც არ არსებობს პოლიტიზების რისკი ეთნიკური ნიშნით.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/czrwrkywy3eo

 

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way