USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
როგორ დამარცხდა საქართველო კრწანისის ბრძოლაში - ომი აღა-მაჰმად ხანთან და მისი შედეგები
თარიღი:  

ავტორი: თეა ინასარიძე

ირანის მრავალწლიან შინაურ ომებში გამარჯვებულმა აღა-მაჰმად-ხანმა თავი ირანის შაჰად გამოაცხადა და 1786 წელს "გურჯისტანის" მეფეს (ერეკლე მეფეს) "ძმობისა და სიყვარულის" სიტყვები შემოუთვალა. აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთში ირანის ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა. ერეკლესგან ის რუსეთ-საქართველოს კავშირის გაუქმებას და ქართლ-კახეთის ირანისადმი დამორჩილებას მოითხოვდა. სანაცვლოდ კი დიდ წყალობას და პატივს ჰპირდებოდა.

აღა-მაჰმად-ხანის წინადადება მიუღებელი იყო მეფისთვის, რადგან მან საქართველოს მომავალი პროგრესულ ევროპას სამუდამოდ დაუკავშირა. ამ პირობებში ომი ირანსა და საქართველოს შორის აუცილებელი გახდა.

 

საფეხურები:

1793 წელს ერეკლემ უკვე იცოდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს საქართველოში ლაშქრობა გადაწყვეტილი ჰქონდა. ერეკლემ რუსეთს ჯარით და არტილერიით დახმარება სთხოვა. ხელშეკრულების თანახმად რუსეთის მთავრობა მოვალე იყო ერეკლეს დახმარებოდა, მაგრამ მოკავშირე-მფარველის ეს დახმარება არ ჩანდა. მეპირე-უფროსი გუდოვიჩი ერეკლეს დაუსრულებლად აიმედებდა, მაგრამ საქმით არაფერს აკეთებდა. 1795 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანის ჯარები შუშასა და ერევანს შემოსდგომოდნენ. ეჩმიაძინის სომეხთა კათალიკოსმა თავი დიდი ქრთამით დაიხსნა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი უკვე თბილისისკენ წამოვიდა.

მრავალომგადახდილი ერეკლე სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. საჭირო თადარიგი მან თავის დროზე დაიჭირა, მაგრამ თავადური რეაქცია ქვეყანას ისე მოსდებოდა, რომ 40000 მეომრის ნაცვლად მეფემ 4000 ძლივს მოაგროვა. ბატონიშვილები საჭიროდ არ თვლიდნენ თავისი საუფლისწულოებიდან დაძრულიყვნენ. ზოგი სულ მცირე ამალით მოდიოდა. "მარკოზაშვილის დარბაზელები" დაძრწოდნენ სოფლიდან-სოფლად, მეფის სახელით ხალხს მტრის წინააღმდეგ ბრძოლის უიმედობას ატყობინებდნენ და შორს გახიზვნას უბრძანებდნენ. ერეკლეს სიძემ, ქიზიყის მოურავმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა 2000 ქიზიყელი ომის წინა ღამეს სოღანლუღის ბანაკიდან გააპარა. გიორგი ბატონიშვილი სიღნაღში იჯდა, ხოლო გიორგის მომდევნო ძმა, იულონ ბატონიშვილი, ქართლში ნებივრობდა იმ დროს, როცა სამშობლოს თავისუფლების და მომავლის ბედი წყდებოდა.

საქართველოს ასაოხრებლად აღა-მაჰმად-ხანმა 35 000 კაცი წამოიყვანა. 10 სექტემბერს მტერი თბილისს მოუახლოვდა. ერეკლეს მხოლოდ 5 000 კაცი ჰყავდა. აქედან 3 000 მეომარი სოლომონ მეორის, იმერთა მეფის მიერ მოყვანილი დამხმარე ჯარი იყო. სიმცირის მიუხედავად მეფემ ომი გადაწყვიტა. აღა-მაჰმად-ხანმა საქართველოს ვითარება არ იცოდა და ერეკლესგან ძლიერ წინააღმდეგობას მოელოდა. 10 სექტემბერს ქართველებმა დაამარცხეს მტრის მოწინავე რაზმი და დიდი ზარალით უკუაქციეს. მტერი შეფიქრდა და თავისი საქმის წარმატებაში დაეჭვდა. ამ დროს მოღალატეებმა თბილისიდან მტრის ელჩი გააპარეს. მან მხარეს მეფის სისუსტე აცნობა. მტერს იმედი მოეცა და 11 სექტემბერს ერეკლეს შემოუტია. კრწანისის მინდორზე, თბილისის კარებთან, გადამწყვეტი ომი მოხდა. თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ერეკლეს შვილიშვილის იოანე ბატონიშვილისა და სხვა ერთგულთა თავდადებამ იხსნა მეფე: მებრძოლი მოხუცი გამოიყვანეს ომის ცეცხლიდან. ერეკლე მთიულეთში წავიდა, სოლომონი კი თავისი ჯარით იმერეთს გადავიდა.

brzola-3-1688037854.jpg

 

გამარჯვებული აღა-მაჰმად-ხანი თბილისში შემოვიდა. მტერმა ქალაქი გაძარცვა, დასწვა, დაანგრია. ხანი მეფის სასახლეში შევიდა, გაძარცვა და დაანგრევინა. მისივე ბრძანებით საგანგებოდ დაანგრიეს ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა, იარაღის საწყობი, აბანოები, ზარაფხანა. ამავე დროს ხანმა ქვეყანას მარბიელი რაზმები დაუსია. სპარსელებმა მრავლად დაატყვევეს მადნის მუშები. მარბიელთა რაზმებმა შიდა ქართლიც მოითარეშეს გორი-ცხინვალამდე, მაგრამ მოსახლეობა გახისნული იყო და ბევრი ვერაფერი იშოვეს. არაგვზე მარბიელებს 300 კაცისგან შემდგარი ხევსურთა რაზმი გადაეყარა. ხევსურები ერეკლეს მოწოდებაზე წამოსულიყვნენ, ქართველთა დამარცხება მათ ჯერ არ შეეტყოთ და თბილისში მეფესთან მიდიოდნენ. ხევსურებმა მარბიელთა ეს რაზმი თითქმის სულ გაწყვიტეს.

სანამ აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში იყო, მასა და ერეკლეს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ერეკლე, რომელიც ანანურს იდგა, დროის მოგებას ცდილობდა, მტერთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ, ამის შესახებ რუსთა მენაპირე-უფროსს გუდოვიჩს ატყობინებდა და მისგან სასწრაფოდ დახმარებას მოითხოვდა. არც აღა-მაჰმად-ხანს სწამდა ერეკლეს გულწრფელობა.

საქართველოში მტერი დიდხანს არ დარჩენილა. ჯერ კიდევ მოლაპარაკება გრძელდებოდა, რომ სექტემბრის მიწურულში ხანი აიყარა და სასწრაფოდ ირანში წავიდა. იქ, ხორასანში მდგომარეობა გართულებულიყო. აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში ლაშქრობამ სიხარული და კმაყოფილება გამოიწვია არამარტო ზოგიერთ მეზობელ ხანში. სიხარულით ცას ეწია ოსმალეთი. ხონთქარმა ხანს საგანგებოდ მიულოცა გამარჯვება და კავშირი შესთავაზა. კმაყოფილი იყო საფრანგეთიც. ისინი ამ ფაქტში რუსეთის დამარცხებას ხედავდნენ და ამიერკავკასიიდან თავისი მეტოქის, რუსეთის საბოლოოდ გასადევნად აღა-მაჰმად-ხანს კვლავ საქართველოში ლაშქრობას ურჩევდნენ.

წყარო:https://www.rogor.ge/

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის