მეორე ადგილზე ვინისიუსი (რეალი) გავიდა, მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანიელ კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი).
ღონისძიებას პროტესტის ნიშნად „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რომლებმაც გაიგეს, რომ საუკეთესოდ ვინისიუსს არ აღიარებდნენ, რასაც ორგანიზატორებმა წარმოუდგენელი საქციელი უწოდეს.
ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ
21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი - ლამინ იამალი (ბარსელონა)
საუკეთესო მეკარე - ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
საუკეთესო ბომბარდირი: ჰარი
საუკეთესო მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი (რეალი)
მამაკაცთა საუკეთესო კლუბი - მადრიდის „რეალი“
ქალთა საუკეთესო კლუბი - „ბარსელონა“
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.