USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
როდის დასრულდება პანდემია? გერმანელი მეცნიერების პროგნოზი
Date:  869

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? სტატიას ამ სათაურით Deutsche Welle აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტებმა გერმანელი ვირუსოლოგების მოსაზრებები შეაგროვეს. ირკვევა, რომ ვირუსოლოგების აზრით, დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსოფლიოში კიდევ 1 წელი იმოქმედებს. საუბარი პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვაზეა.

ვირუსზე სწრაფი გამარჯვების მთავარ ფაქტორად სპეციალისტები ვაქცინის შექმნას მიიჩნევენ. ვირუსოლოგ კრისტიან დროსტენის თქმით, 2-3 პრეპარატი უკვე მომავალ წელს შეიძლება იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ვითარება შემსუბუქდება, თუმცა ზამთარში ვირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი.

ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ნაკლებად პოზიტიური პროგნოზი აქვს აივის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორს ჰენდრიკ შტრეკს.

„ნებისმიერი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ვაქცინა გვექნება, არასერიოზულია იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არ ვიცით. უამრავი ვირუსი არსებობს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინას წლების განმავლობაში ვეძებთ და დღემდე ვერ შევქმენით“, - ამბობს შტრეკი.

მან პანდემიის ხანგრძლივობის პროგნოზი იმ შემთხვევისთვის გააკეთა, თუ პრეპარატის შემქნა ვერ მოხერხდება. შტრეკი პარადოქსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რაც უფრო კარგად მოხდება კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, მით მეტი დრო დასჭირდება მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის და პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

პროგნოზის გაკეთებას მათემატიკოსებიც ცდილობენ, რომლებიც სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ქმნიან. შედეგები განსხვავებულია, თუმცა სპეციალისტები ერთ დასკვნაზე თანხმდებიან - კრიზისის სწრაფი გადალახვა ვერ მოხერხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way