USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
რობერტა მეცოლა - ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საქართველოსთან, რა თქმა უნდა
Date:  

ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, - ამის შესახებ ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას. უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმები გაატარეს, სამუშაო შეასრულეს და ახლა მათთვის შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა იყოს , - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს არ ეხება გაწევრიანების დაჩქარებას, ეს იქნება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა.

„ჩვენმა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს გზა გაიარეს და ვიცით. ეს ნაბიჯი რამდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მხარდაჭერის სიგნალი ხალხისთვის. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც. კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობით. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, უნდა გავითვალისწინოთ დღეს ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ასევე ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს.

თუ დავტოვებთ ვაკუუმს, მაშინ ეს სიცარიელე შეივსება სხვა აქტორების მიერ, რომელთა დღის წესრიგი განსხვავდება ჩვენი დღის წესრიგისგან. ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან მკაფიოა. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას. გაფართოებას მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის და ხალხი ჩვენს ქმედებებს ელოდება. არ ვიცი როდემდე გაგრძელდება სამიტი, მაგრამ მე იმედი მაქვს გადაწყვეტილებების. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის და ამას რეფორმა სჭირდება. რეფორმირების საჭიროების გამო აუცილებლად მივიჩნევთ დისკუსიების გაძლიერებას, ინტენსიურობას თემაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი სამომავლოდ“, -აღნიშნა მეცოლამ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way