USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
რობერტ რედფილდი -კოვიდ 19-მა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა
თარიღი:  637

კოვიდ 19-მა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა.

„ქვეყანას ამ პატარა ვირუსის გამო დაახლოებით 7 ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო“ - განაცხადა რედფილდმა.

აშშ-ში არსებულ ეპიდსიტუაციას ენტონი ფაუჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შემთხვევების „შემაშფოთებელი მატება“ ფიქსირდება და მომავალი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება.

„შემდეგი ორი კვირა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემთხვევების მატებას გავუმკლავდეთ, რასაც ჩვენ ვხედავთ ფლორიდაში, ტეხასში, არიზონასა და სხვა შტატებში,“- განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დღიდან აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 2.4 მილიონს, დაღუპულთა რიცხვი კი - 123 000-ს აჭარბებს.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის