USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
თბილისი
რობერტ ჰამილტონი - მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას
თარიღი:  1172

როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას, - ამის შესახებ ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორმა, არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებისათვის გაგზავნილ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებს. ამერიკელი პროფესორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ.

„ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. დიდიხნის მანძილზე საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის. როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.

საქართველოსთვის კრიტიკულია იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ,“ - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის