USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
რკინიგზამ 270-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანიას, რომელიც ლოკომოტივების რემონტს უკრაინასა და ლატვიაში სთავაზობდა. შედეგად, დარჩა ერთადერთი მონაწილე, რომელიც რემონტს რუსეთში ჩაატარებს
дата:  842

საქართველო რკინიგზამ ₾270-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანიას, რომელიც ლოკომოტივების რემონტს უკრაინასა და ლატვიაში სთავაზობდა. შედეგად, დარჩა ერთადერთი მონაწილე – შპს "გორგია", რომელიც რემონტს რუსეთში ჩაატარებს.

ტენდერი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მასში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს "გორგია", რომელიც ჩელიაბინსკის და ტამბოვის ქარხნების მომსახურებას სთავაზობდა რკინიგზას და "სკინესტ რეილ ჯორჯია", რომელიც რკინიგზას ლვოვის და დაუგავპილსის ქარხნების მომსახურებას სთავაზობდა. "სკინესტის" შეთავაზება 266.8 მილიონი ლარი იყო, მაგრამ საქართველოს რკინიგზის სატენდერო სხდომის ოქმის თანახმად, მას დოკუმენტაციის ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

ტენდერის პირობებით, 47 მოძველებულ ლოკომოტივს კაპიტალური რემონტი უნდა ჩაუტარდეს.

მიმდინარე ტენდერში დარჩენილი ერთადერთი კომპანია შპს "გორგია" საქართველოს რკინიგზის მიმწოდებელი გახდა სხვა ტენდერების მეშვეობითაც. შპს გეორგიამ 2024 წლის მარტში გაიმარჯვა საქართველოს რკინიგზის 54-მილიონიან შესყიდვაში სადაც ერთადერთი პრენტედენტი იყო. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება.

შპს "გეორგიამ" 2023 წლის დეკემბერში ასევე გაიმარჯვა 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვის $80.5-მილიონიან ტენდერში, რომლითაც კომპანია ვალდებული იყო საქართველოს რკინიგზისთვის მიეწოდებინა რუსული კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ახალი ლოკომოტივები, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ ამ შესყიდვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს "გეორგია" 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილია.

რაც შეეხება კომპანია "სკინესტ რეილ ჯორჯიას", ის ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის მიერ არის დაფუძნებული. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს და ის ესტონური "სკინესტ რეილის" საკუთრებაშია.

კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა რელსების შესყიდვის 17-მილიონიან ტენდერში, ხოლო 2020 წელს კი საქართველოს რკინიგზისთვის ტრანსფორმატორების მიწოდების 10-მილიონიან ტენდერში.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати