USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რიში სუნაკი - გაერთიანებული სამეფო უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს
თარიღი:  485

ლონდონთან ახლოს, ჩექერსის რეზიდენციაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა შეხვედრა გამართეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი „შედარებით მალე“ მზად იქნება, უკრაინელი მფრინავები დასავლეთის მიერ მიწოდებული მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების შესწავლის მიზნით გაწვრთნას.

მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი იყოს, თუმცა მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლებლობების გაძლიერება იოლი საკითხი არ არის:

„ჩვენ იმ ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი ვიქნებით, რომელიც ამ მხარდაჭერას უწევს ვოლოდიმირსა და უკრაინას. თუმცა, ამ გამანადგურებლების შესაძლებლობების გაძლიერება არ არის ცალსახა საქმე“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ის დადებითად განწყობილია იმ პერსპექტივის მიმართ, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას უფრო მეტ გამანადგურებელს მიაწვდიან:

„დღეს ჩვენ [რიში სუნაკთან] ვისაუბრეთ გამანადგურებლებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ გვინდა შევქმნათ ეს [გამანადგურებლების] კოალიცია და მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. ვხედავ, რომ უახლოეს დროში თქვენ მოისმენთ რამდენიმე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ“.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის