USD 2.7270
EUR 3.1287
RUB 3.4745
თბილისი
რევმატოლოგი მამუკა ლორთქიფანიძე: არველაძეები ფეხბურთს ისე  თამაშობდნენ, რომ მე ძირითადად ან კარებში ვიდექი, ან მაყურებელი ვიყავი
თარიღი:  1777

რევმატოლოგი მამუკა ლორთქიფანიძე 30 წელზე მეტია საყვარელ საქმეს  ემსახურება და მისთვის მთავარ  პროფესიულ პრინციპს არ ღალატობს. „პაციენტმა იმაზე კარგად უნდა გააგრძელოს ცხოვრება, ვიდრე ჩემამდე მოვიდოდაო“ - ამბობს ბატონი მამუკა, მისი პროფესიული გზა ექიმების ოჯახის გავლენით დაიწყო, თუმცა ამ გზაზე საინტერესო კოლეგაც ბევრი შეხვდა  და ისტორიებიც, რომელთა წყალობითაც  კარგი ექიმის რეპუტაციის მოპოვება შეძლო.

- ბატონო მამუკა როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?

პროფესიული არჩევანი ოჯახური ტრადიციის გამო გავაკეთე. ექიმები იყვნენ მშობლები, ბებია. საბჭოთა ბავშვობა მქონდა, სკოლა რომ დავამთავრე, „პერესტროკაც“  კი არ იყო დაწყებული. თინეიჯერობა უკვე არეულ თბილისში გავატარე. ყველა ეპოქა მაქვს გამოვლილი. საბჭოთა კავშირში ექიმების ოჯახში ექიმი უნდა გამოსულიყავი, ასეთი იყო ტენდენცია. ექიმი თუ არ გახდებოდი, იყო გეპეი, სადაც დიდი „არჩევანი“ არსებობდა, თუმცა საბჭოთა კავშირში პროფესიები დიდად არავის სჭირდებოდა, არსებობდა ექიმი,ინჟინერი,იურისტი.მეც მიფიქრია მით უმეტეს სტუდენტობის დროს, ხომ არ ჯობდა იურისტი გავმხდარიყავი, მაგრამ საბჭოთა კავშირში იურისტობა ნიშნავდა პროკურატურაში მუშაობას, მაშინ ადვოკატის საქმეს არანაირი ფასი არ ჰქონდა, ყველაფერს მოსამართლე და პროკურორი წყვეტდა. პროკურორობა და გამომძიებლობა მე არ მინდოდა.

მაშინ ყველას გზა მაინც პარტიული კარიერისკენ მიდიოდა. მე ასეთი გეგმა არ მქონია. მინდოდა ექიმობა და გავხდი ექიმი. იმ დროს სამედიცინოზე ჩაბარება იოლი არ იყო, მაგრამ გამიმართლა და პირველივე წელს ჩავაბარე. გამართლების გარეშე ცხოვრებაში არაფერი ხდება. ჩემი სტუდენტობა დაემთხვა რთულ პერიოდს, დავდიოდით ეროვნული მოძრაობის მიტინგებზე.  შემდეგ იყო  თბილისის ომი, არეულობა.  სამედიცინო ინსტიტუტს კარგი ბაზა ჰქონდა. პრაქტიკაც შესანიშნავი გავიარე. ვმუშაობდი პირველ საავადმყოფოში თერაპიის განყოფილებაში, პირველი ხელფასი საბჭოთა რუბლით ავიღე, გავიარე კუპონები და ბოლო ხელფასი - ლარით.  ჩვენს განყოფილებაში შემოჰყავდათ ყველა:  ომში  დაჭრილები, კრიმინალური შემთხვევების შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფები. ვმუშაობდით უშუქოდ, უწყლოდ, ყველაფრის გარეშე. ამ პირობების მიუხედავად, გვყავდა ბევრი კარგი, პროფესიონალი ექიმი, რომელთაგანაც კარგი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გვქონდა ახალგაზრდა ექიმებს. ზოგადი პროფილის თერაპევტი ვიყავი, მაგრამ რევმატოლოგია აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო დარგი. გამიმართლა, რომ რევმატოლოგად დავიწყე მუშაობა.დღემდე მადლიერი ვარ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაში დამეხმარა.  

მამუკა-ლორთქიფანიძე-600x400

- ოდესმე გინანიათ პროფესიული არჩევანი? ახლა, როდესაც უკვე  ექიმობის 32 წლიანი სტაჟი გაქვთ, როგორ  ფიქრობთ,  რას ნიშნავს იყო კარგი ექიმი.  

- იყო პერიოდი, როდესაც მიფიქრია, რატომ ავირჩიე ეს პროფესია, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს იყო ძირითადად 90 -იან წლებში, ახალგაზრდობის ასაკში, როდესაც ყველაფერს სხვანაირად უყურებ. მაშინ  ხალხმა უცებ იშოვა ფული, მაგრამ გავიდა დრო, უმეტესობამ უცებ ნაშოვნი ფულიც დაკარგა და პროფესიაც აღარ დარჩათ, ექიმებს კი გვაქვს პროფესია და საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.   ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, შეცდომებიც მოგვდის, ხანდახან რაღაც  ჩვენც გვეზარება, წელიც გვტკივდება. სამსახურში ჯოხით მივედი, უნდა გენახათ პაციენტები რა გაოცებული სახეებით მიყურებდნენ  (იცინის)

კარგი ექიმისთვის მნიშვნელოვანია კარგი პროფესიული განათლება, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, ექიმი უნდა იყოს კეთილგანწყობილი, პუნქტუალური, დაუზარელი. ზოგიერთი პაციენტი პანიკით მოდის შენთან, ზოგს მეტი ოპტიმიზმი აქვს, ბევრი ემოციებია ადამიანებში, ექიმმა უნდა გაუგო ყველ პაციენტს და დაეხმარო.

ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია, პაციენტის ცხოვრება გახდეს უფრო უკეთესი, ვიდრე იყო იქამდე, ვიდრე ის ჩემამდე  მოვიდოდა. ეს არის ჩემთვის ექიმობა, დაეხმარო ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რევმატოლოგი ხარ, ქირურგი თუ ექოსკოპისტი. დიაგნოზის სწორად დასმა, მკურნალობის სწორი კურსი, არის ამ პროცესის ნაწილები, მთავარია, პაციენტის ცხოვრება გახდეს უფრო კარგი, ვიდრე ის იყო, სანამ შენამდე მოვიდოდა.  

რევმატოლოგია არის ორი სხვადასხვა დარგის: ძვალსახსროვანი და აუტოიმური დაავადებების გაერთიანება, უბრალოდ, როდესაც რევმატოლოგია შეიქმნა მაშინ წარმოდგენა არ არსებობდა რა არის იმუნიტიტეტი და აუტოიმუნიტეტი. მოგვიანებით მოხვდა რევმატოლოგიაში. რევმატოიდები, მგლურები, სკლეროდერმიები, ვასკულიტები და ა.შ. ეს არის იმუნოლოგია. ეს სულ სხვა დარგი და დაავადებებია, გაცილებით უფრო იშვიათი, ვიდრე ჩვეულებრივი ართროზი და ოსტეოქონდროზი.

69160838_2474042005988482_9201387701289353216_n

- როგორია სტატისტიკა, რამდენად გახშირდა რევმატოლოგიური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა არ კლავს ადამიანს, მაგრამ მკვეთრად  ამცირებს ცხოვრების ხარისხს? 

- ზოგიერთი კლავს, ძირითადად აუტოიმუნური დაავადებები, თუმცა არც ესაა დღეს პრობლემა, ეს დაავადებებიც ექვემდებარება კონტროლს.  იცით დაავადება, რომელიც საბოლოოდ მორჩენადია? ეს არის მხოლოდ ის დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით ან  ვირუსით. მოვკლავთ გამომწვევ ბაქტერიას და დაავადება დამთავრდება, დანარჩენი რას ვარჩენთ? გულის რომელიმე დაავადებას? შაქარს? წნევას? სანამ პაციენტი წამლებს იღებს კარგადაა, შეწყვეტს წამლებს და პრობლემა ისევ არსებობს.     

რთულია სტატისტიკური ანალიზი, ზუსტად როგორია რევმატოიდული დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი, იმას გეტყვით, რომ  გარკვეული სახის დაავადებები შემცირდა, მაგალითად, კლასიკური რევმატიზმი. ჩემს ბავშვობაში, სულ ყველას პენიცილინს  რომ უკეთებდნენ და ყველა ტყუილად სვამდა 90 იანი წლების ანტიბიოტიკებს, პარადოქსია. ეგ ძალიან ცუდია ბაქტერიორეზისტენტობის გამომუშავების მხრივ, მაგრამ მთავარ გამომწვევს, სტრეპტოკოკს კლავს  და ჩემი დაკვირვებით, იმის გამო რომ 90 იან წლებში ბევრი ანტიბიოტიკები ვსვით, საქართველოში კლასიკური  რევმატიზმი ძალიან შემცირებულია.  

- იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ბევრი კარგი ექიმი გვყავს, ბოლო პერიოდში ბევრი პაციენტი მაინც უცხოეთში წასვლას ამჯობინებს  კვლევებზე და  სხვადასხვა მანიპულაციებზე. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამაზე ქართველ ექიმებს და როგორია, თქვენი, როგორც რევმატოლოგის მთავარი რეკომენდაცია, რომ თავიდან ავირიდოთ რევმატოლოგიური პრობლემები?

- ჩემგან, როგორც რევმატოლოგისგან, მთავარი რეკომენდაცია მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესია, როგორ იკვებოს ადამიანი, რა ჩაიცვას და ა.შ. მედიცინაში, როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, არაფერია ასპროცენტიანი, თუმცა არის წესები, რჩევები, რომელთა დაცვაც თავიდან აგვარიდებს დაავადებებს. მეც ვცდილობ, რომ დავიცვა ეს წესები, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს არ არის საკრალური ფიცი, რომელიც არ უნდა დაირღვეს, როცა საჭიროა ყველა წესი შეიძლება დაირღვეს (იცინის)

რაც შეეხება ქართველი პაციენტების წასვლას  სხვა ქვეყნებში, ეს ყველგან ხდება. გაგიკვირდებათ და გერმანელი პაციენტებიც გადადიან შვეიცარიაში, თურქებიც მიდიან სხვა ქვეყნებში. ადამიანებს ურჩევნიათ, ცოტა გვერდით გაიხედონ, მეტი სიახლე მიიღონ, ნაცნობ ექიმს, რომელთანაც ხანდახან სუფრაზეც კი ხვდება, ისე უყურებს, შინაურ მღვდელს რომ შენდობა არ აქვს. მისთვის არ გაქვს ის ავტორიტეტი, რაც აქვს უცხო ექიმს. იქ თითქოს სხვა ავტორიტეტი ხვდება, მაგრამ ეს ასე არაა. უამრავი შემთხვევა ვიცი, უცხოეთიდან დაბრუნებულ პაციენტს ქართველი ექიმისთვის უთქვამს, აბსოლუტურად იგივე დანიშნულება მომცეს, მითხრეს, იგივე გააგრძელე, რაც შენმა ექიმმა დაგინიშნაო. მეც მქონია ასეთი შემთხვევები, რაც მიხარია ხოლმე. 

- საქართველოში ექიმობა ყოველთვის იყო საპატიო პროფესია, შესაბამისად, ექიმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც გამორჩეული.  ექიმების ოჯახში ხართ გაზრდილი, როგორ ფიქრობთ, ეს დამოკიდებულება შეიცვალა?

- ჩვენ უკვე სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შეცვლილია, მათ შორის დამოკიდებულება ექიმის მიმართ, ზოგადად ექიმის ცხოვრებაც. ბინები შეიძლება შეგვრჩა სსრკ - დან, მაგრამ იმ სახლებში უკვე სხვა ამბები ხდება (იცინის), ახლა სხვა ეპოქაა, ვმოძრაობთ, დავდივართ უცხოეთში. საბჭოთა კავშირის მთელი უბედურება ის იყო, რომ ყველაფერზე საბუთი გჭირდებოდა, ახლა ასე ხომ აღარაა. ყველაფერი ტელეფონში გვაქვს. რამხელა თავისუფლება მოგვცა ამ წლებმა, ეს რა იყო მაშინ არ ვიცოდით. მოსკოვში ოლიმპიადაზეც ვარ ნამყოფი, პეტერბურგშიც, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა რეალობაზე, სანამ 9 აპრილი მოხდებოდა. მანამდე არ გვეგონა, მაგრამ მაშინ გამოჩნდა,  რომ  ისინი არიან "ნიჩბოსნები" და დღემდე ასე ცხოვრობენ.

70386202_10214518078014876_4826727759558475776_n

 - ექიმობის მიღმა თქვენი ცხოვრების მთავარი გატაცებები რა არის?

- ფეხბურთი და მეგობრები. მე და რეზი არველაძე თანაკლასელები ვართ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ძალიან გამიმართლა, რომ მეგობრები ვართ.  მეგობრობდნენ ჩვენი დედები,  ჩვენც  სულ ერთად ვიყავით, ერთად დავამთავრეთ 55 -ე  სკოლა. არველაძეების მეგობარი ფეხბურთის ფანი როგორ არ გავხდებოდი?! ბავშვობიდან ვეზიარე ფეხბურთს. ეგენი ისე თამაშობდნენ მე ძირითადად ან კარებში ვიდექი, ან მაყურებელი ვიყავი. მაგათთან ერთად ფეხბურთს რას ითამაშებდი? საოცარი წლები გავატარეთ. ერთად დავდიოდით დინამოს სტადიონზე, ჩვენი გუნდის თამაშებზე.  მქონდა აბონიმენტი და ლეგენდარული „თბილისის“ დინამოს  არც ერთი თამაში არ მქონდა გამოტოვებული. მერე უკვე ძმების თამაშების გულშემატკივარი გავხდი. ტრაპზონშიც ვარ ჩასული ტყუპებთან. კარგი დრო იყო. ძალიან მახარებს, რომ ქინქლაძის, ტყუპების თამაშების შემდეგ  ჩავარდნის პერიოდმა გაიარა და ქართულ ფეხბურთში კარგი თაობა წამოვიდა. მაშინ ფეხბურთს ცუდი დრო დაუდგა - აღარ იყო სტადიონები, აღარ იყო განათება, ბავში ეზოში რომ ჩადიოდა ან გალახული ამოდიოდა, ან ნარკოტიკით გაბრუებული. საიდან გაიზრდებოდა კარგი ფეხბურთელი? საბედნიეროდ, ეს ყველაფერი შეიცვალა, სოფლებში გაკეთდა კარგი სტადიონები, სადაც კარგი თაობები იზრდებიან, უკვე ეს ბავშვებიც მოდიან, კიდევ უფრო კარგი თაობა წამოვა. ქართველებს ამ მხრივ საამაყო ბევრი გვაქვს. ყველა თამაში ჩვენთვის ზეიმი იყო ხოლმე. 80-იანი წლების  თბილისში, სანამ ყველაფერი აირეოდა, ცხოვრებაც სულ სხვანაირი იყო, კარგი ხალხი ცხოვრობდა, ურთიერთობებიც სხვანაირი იყო, უფრო გულრფელი, ნამდვილი. ქუჩაში ვერ ნახავდით მათხოვარს. ხალხს  გაჭირვების არაფერი ეტყობოდა. ყველა შეიძლება არ ცხოვრობდა ძალიან კარგად, მაგრამ ძალიან ცუდადაც არავინ ცხოვრობდა. მეტი ზრდილობა იყო, მეტი „მობრძანდით“ და „თქვენი ჭირიმე“  საზოგადოებაში,  სტუმარ-მასპინძლობასაც თავისი ეშხი ჰქონდა, არ იყო გადატვირთული ქუჩები, ისე როგორც ახლაა. იმ წლებიდან შემომრჩა ბევრი კარგი მეგობარი. მრავალი წელია არ ვარღვევთ ტრადიციას და მეგობრები ვიკრიბებით  პარასკევობით. ზოგი ჩემი კოლეგაა, ზოგიერთი სხვა პროფესიის. ვსაუბრობთ ათას საინტერესო საკითხზე,  განვიხილავთ ახალ-ახალ იდეებს, გვიყვარს ეს ტრადიცია, რომელსაც უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს.

თამუნა ნიჟარაძე

420076975_2119188218421949_4979447662443697907_n

ანალიტიკა
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.