USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
რევაზ ვაშაკიძე - „ჩირინა“ ნაგეტსების წარმოებას გეგმავას და იმპორტირებული პროდუქციის ჩავანაცვლებთ
თარიღი:  1656

გადავწყვიტეთ ნაგეტსების წარმოება და იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება, - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჩირინა“ გეგმავს, რომ პროდუქტი ქათმის მკერდისგან აწარმოოს და ერთ-ორი თვის ვადაში ქსელურ მარკეტებში შეიტანოს.

„ქათმის ნაგეტსი შედარებით ახალი პროდუქტია საქართველოში. ძირითადად ხდება ამ პროდუქტის იმპორტირება ირანიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს ნახევარფაბრიკატი ვაწარმოოთ და გვინდა, დიდი წილი იმპორტირებული პროდუქტი ჩავანაცვლოთ. ეს პროდუქტი მაღაზიებში უკვე გამოჩნდა და ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დიდ ქსელებშიც შევალთ.

ჩვენი მიზანია ნაგეტსების წარმოების ინდუსტრიალიზაცია. ფაქტობრივად, 1 წელია 6 პროდუქტს ვაწარმოებთ მცირე რაოდენობით და მათი ინდუსტრიალიზაციაც გვინდა. ხორცპროდუქტების წარმოებაში გავხდებით ლიდერი. ვაპირებთ, დავდგათ მზის ენერგიები და ა.შ. ყველა პროექტი განხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის