USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
რევაზ სოხაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
თარიღი:  595

“ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები და ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები. გვქონდა საუბარი იმ საჭიროებებზე და გამოწვევებზე, რაც ბიზნესს გააჩნია. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ასოციაციასთან, თითოეულ ბიზნესმენთან გამომდინარე მათი პრობლემებიდან და ასევე, იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც მათთვის აჩენს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგეგმილი პროექტებით. ვფიქრობ, ნაყოფიერი იქნება ეს თანამშრომლობა თითოეული ჩვენგანისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის,”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, მინისტრთან ერთად, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.

რევაზ სოხაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვასა და პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ სამინისტრო ბიზნესთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების ეფექტიანი შესრულებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის.

„დღეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიარდამდე ლარი იხარჯება. ამიტომ, სამშენებლო სექტორის სიჯანსაღე და სიძლიერე სამინისტროსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. სამინისტროს ამოცანაა კერძო სექტორთან ჰქონდეს საქმიანი და  სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება და ჩვენი მიდგომა იქნება სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული. სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავთ ისე, როგორც თქვენ დაიცავდით თქვენი კომპანიის ინტერესებს,”- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბიზნესასოციაციის წევრებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის