USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
რევაზ სოხაძე არქიტექტორთა საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი:  762

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრა გამართა არქიტექტორთა საზოგადოების წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან – ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობას.

შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროსა და არქიტექტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე.

მხარეებმა განიხილეს საკონკურსო პირობებისა და საპროექტო რეკომენდაციების მომზადებაში არქიტექტორების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. ისაუბრეს პროფესიული ხედვების გაზიარებისათვის შემდგომი თანამშრომლობის გზებზეც.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამომავლო გეგმები. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ხარისხიანად განხორციელებისათვის პროფესიონალების ჩართულობის აუცილებლობას.  

შეხვედრის მხარეებმა იმედი გამოთქვეს,  რომ პროფესიული იდეების გაცვლისათვის  კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიური გახდება.  

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის