USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
რევაზ სოხაძე - კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ რაჭის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
дата:  985

,,რაჭაში ბევრი სამუშაოა  ჩატარებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღებისა თუ წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის მიმართულებით. პროექტები ამჟამადაც  მიმდინარეობს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დავგეგმეთ სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებებიც. ჩვენი ერთ-ერთი  პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველას გვახსოვს  ტრაგედია, რომელიც ორი წლის წინ შოვში დატრიალდა. ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ რეგიონი მალე გამოვიდეს მისი შედეგებიდან, ასევე  მოგვარდეს ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ამ რეგიონში“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭის რეგიონში სხვადასხვა სახის  პროექტებს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს – საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 107-ე კმ-ზე, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და მიწის ვაკისის აღდგენის მესამე ეტაპი. პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო 474 მეტრიანი დამცავი კედელი.

ასევე, გრძელდება ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან, რაც ითვალისწინებს მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გლოლასთან, გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ  მისასვლელ ხიდზეც, რომელიც შოვის სტიქიის შედეგად დაზიანდა. ხიდის განახლება 2.7 მილიონი ლარით ფინანსდება და 2025 წელს დასრულდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო-ნიკორწმინდის გზაზე, შენდება 98 მეტრიანი ახალი რკინა-ბეტონის ხიდი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა. უკვე დასრულებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ასკისწყალზე და სოფელ ჭრებალოში, სანაპიროს დამცავი კედლის მოწყობა.

წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია მიმდინარეობს ონსა და ამბროლაურში. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. იგეგმება სათავე ნაგებობების, ჭაბურღილების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ქსელის განახლება, აგრეთვე საფილტრი სადგურის მშენებლობა სოფელ წმინდაურში და სოფელ ღარში.  შედეგად, ონის 3 700 და ამბროლაურის 4 200-მდე ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება უეყვეტი წყალმომარაგებით.

მინისტრმა დაათვალიერა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებიც. რეგიონში დასრულდა ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ონში და ამბროლაურში. ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და  სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით 6.4 მლნ ლარით დაფინანსდა.

ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნიკორწმინდასა და ჭრებალოში მდებარე ბაღებში. სამუშაოები 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე ხორციელდება საინჟინრო, კედლების, სახურავისა და გარე პერიმეტრის სამუშაოები. რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати