USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ
თარიღი:  

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის, მალხაზ გოგუას განცხადებით, აპირებენ, რომ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

„დღეს არის იმ აქციების გაგრძელება, რომელიც იყო. ჩვენი აქციები იმიტომ დაიწყო, რომ მთავრობამ მიიღო საავადმყოფოს შენობის დანგრევის გადაწყვეტილება, შემდეგ გამოიცა ბრძანება საავადმყოფოს შენობის თანამშრომლების დათხოვნაზე. რესპუბლიკური საავადმყოფო წყვეტს მუშაობას უახლოეს ორ კვირაში.

ეს არის პროტესტის გაგრძელება, არ გავჩერდებით. შაბათს ვაპირებთ საპროტესტო აქცია გავმართოთ მთავრობის სახლთან, იმიტომ, რომ სამინისტროდან უკვე რაც პირობები იყო, არაფერი არ შეასრულეს. ამიტომ მივმართავთ უკვე მთავრობას.

ასევე, შევიტანთ სარჩელს საქალაქო სასამართლოში, როგორც მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ისე ამ ბრძანების წინააღმდეგ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიხუროს. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვარწმუნა იმაში თუ რატომ არ გამოდგება ეს შენობა საავადმყოფოსთვის. შენობა მდგრადია და აქ საავადმყოფო თუ არა ბევრი სხვა რამ შეიძლება გაკეთდეს. საავადმყოფოსთვის რატომ არ გამოდგება, ამის მყარი არგუმენტები არ არის“, - აცხადებს მალხაზ გოგუა.

ცნობისთვის, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა, ლოზუნგით - „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კი შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის