„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-ს ნატო-დან გასვლას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესმენის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნატო ცივი ომის გადმონაშთია. ნატო-დან უნდა გამოვიდეთ და ეს თანხა ჩვენი ქვეყნის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ და არა სოციალისტური ქვეყნების. ნატო საბჭოთა კავშირისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია რაც დაიშალა. ამის შემდეგ აშშ-ის ჩართულობა გადასახადების გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი უჯდებათ და აშშ უცხოურ ომებში ჩართვას რისკავს. ჩვენი კონსტიტუცია მუდმივ უცხოურ კავშირებში ჩართვას არ ითვალისწინებს და ამის შესახებ დამფუძნებელი მამები გვაფრთხილებდნენ“, - განაცხადა მასიმ.
კანონპროექტი, სახელწოდებით „ნატო-ს აქტი“, აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად ნატო-ს აშშ-ის გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობოს.
კანონპროექტის თანახმად, „ნატო-ს ცივი ომის დროინდელი თავდაპირველი მიზანი აშშ-ის ამჟამინდელ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს აღარ შეესაბამება“.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.