USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
რექტორი დავით გურგენიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების აღადგენამ, შესაძლებელია, საქართველოში ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ისტორია შეცვალოს
თარიღი:  615

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერებმა გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონება - „პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრული არითმომეტრი“, რომელმაც, ფაქტობრივად, საქართველოში ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკას დაუდო სათავე, აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ნიკოლაძის გამოგონების ზუსტი ასლის აღდგენაზე სტუდენტების ჩართულობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ოთხმა მეცნიერმა იმუშავა. ჯგუფმა მოიძია ყველა ნახაზი, დოკუმენტი, რომელიც გამოგონების ზუსტი ასლის ასაწყობად იყო საჭირო. კვლევის შედეგად, დადასტურებულია ცნობილი ფაქტი, რომ გიორგი ნიკოლაძემ 1927 წლის ბოლოს პარიზის მეცნიერებათა აკადემიას გადასცა თავისი გამოგონების აღწერილობა, რომლითაც მორის დოკანი დაინტერესდა. დოკანმა, აკადემიის 1928 წლის 16 იანვრის სხდომას გააცნო გიორგის ნიკოლაძის გამოთვლითი მანქანის აღწერილობა და თან დასძინა, რომ ეს გამოგონება დააჩქარებდა ოპერაციათა წარმოებას. გიორგი ნიკოლაძემ არაერთი ევროპული და ამერიკული ფირმისგან მიიღო წინადადება, მისი გამოგონების ფართო მასშტაბით გამოყენების თაობაზე. დადასტურებული ფაქტია, რომ ნიკოლაძემ მათ უარი უთხრა, რადგან სურდა მოწყობილობაზე მუშაობა გაეგრძელებინა საქართველოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გიორგი ნიკოლაძემ მართლაც ააგო გამოთვლითი მანქანის, არითმომეტრის მოდელი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, „პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის“ აღდგენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგ ელექტრონული საანგარიშოს მოდელი მოსკოვის პოლიტექნიკური მუზეუმში იყო გამოფენილი ერთ-ერთ ექსპოზიციაზე. გასული საუკუნის 30-იან წლებში კი დაიკარგა მისი აღწერილობაც და მოდელიც. ამ გამოგონების არსზე წარმოდგენას გვიქმნის პარიზისეული აღწერილობა. სწორედ ამ აღწერილობის მიხედვით აღადგინეს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონება.

რექტორის განცხადებით, გიორგი ნიკოლაძის გამოგონების აღდგენამ, სათანადო, დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებამ, რაც განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაძლებელია შეცვალოს ქართული კომპიუტერული ინჟინერიის ისტორია.

„გიორგი ნიკოლაძემ მოწყობილობა საფრანგეთში, 1928 წელს დააპატენტა. არსებობს შესაბამისი ცნობები იმის შესახებ, რომ გიორგი ნიკოლაძემ თავისი არითმომეტრის მოქმედი მაკეტი თბილისში ყოფნის პერიოდში ააგო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო 1929–1930 წლებში, რადგან 2031 წლის გაზაფხულზე გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. ცალკე აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის უკვე დაფუძნებული იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სადაც გიორგი ნიკოლაძე იყო კათედრის გამგე. ასევე, არსებობს ცნობები, რომ გიორგი ნიკოლაძის მანქანის მოქმედი მაკეტი გამოფენილი იყო მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმში, სადაც მისი კვალი 1936 წლიდან ქრება. დღემდე მისი ბედი უცნობია. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი გადასახადიდან გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული არითმომეტრი და იმავდროულად გამრავლების და გაყოფის ოპერაციები სრულდებოდა პირდაპირ. პირდაპირი გამრავლების განმარტებისათვის ვიტყვით, რომ დღევანდელი კომპიუტერი გამრავლების ოპერაციას ასრულებს სამრავლის მრავალჯერადი შეკრების გზით, რაც ბევრად მეტ დროს მოითხოვს. ამდენად, პირდაპირი გამრავლების იდეა დღესაც აქტუალურ საკითხად რჩება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აღდგენილი მოწყობილობა დედანის ზუსტი ასლია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ჩემს კოლეგებსა და სტუდენტებს“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი.

სტუ-ის ინფორმაციით, გიორგი ნიკოლაძის „პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის“ ზუსტი ასლის პრეზენტაცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჩატარდა. ამავე ღონისძიებაზე ფაკულტეტმა, მოწყობილობის აღდგენაში შეტანილი წვლილისათვის რექტორს მოწყობილობის პირველი ეგზემპლარი გადასცა. დღეს გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონება სტუ-ის ადმინისტრაციის კორპუსშია გამოფენილი.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის