USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდა
თარიღი:  417

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის ხედვის საფუძველზე უნდა მოხდეს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მშვიდობისა და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტითა და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით უნდა იქნას გამყარებული“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის დროს ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა ენერგორესურსებსა და მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის დერეფნის საკითხები. ამასთან, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ სირიის სასაზღვრო რეგიონის ქურთი ბოევიკებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის