USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვაფრთხილებ ყველას, ვინც სომხეთს, ამ ბანდიტურ სახელმწიფოს უჭერს მხარს, ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე
თარიღი:  1266
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა, ვინც სომხეთს უჭერს მხარს, პასუხს აგებს კაცობრიობის წინაშე.

“ყველაფრის გადადება და თურქეთისთვის ცილისწამების მცდელობა სომხეთის მთავრობას ვერ გადაარჩენს. ვაფრთხილებ მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომ ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე. დაე, ალაჰი იყოს ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მფარველი!" - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი თითქმის 30 წელია გულგრილად განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.

„მიუღებელია ის, რომ იმის ფონზე, რაც ხდება, მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ. თუკი ვინმეს ეს სურს, მაშინ ოკუპანტებმა უნდა დატოვონ ეს მიწები. ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს სურთ დაბრუნდნენ თავიანთ მიწებზე. მე ეს განვიხილე პუტინთან და მაკრონთანაც. ისინი ყოველთვის ისხდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ახლა შედეგის დროა,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, რეგიონში მყარი მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიიდან სომხეთის გასვლაა

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის