თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყირიმში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აზიანებს, ანკარას მკაფიო პოზიცია აქვს და ამ პოზიციის შეცვლა შეუძლებელია.
„თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გამოვავლინეთ მკაფიო პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით ყირიმში, რომელიც საზიანოა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია,“- აღნიშნა ერდოღანმა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უმასპინძლოს.
„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს მანამ, სანამ ის ახალ კრიზისად გადაიქცევა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.