USD 2.6085
EUR 3.0097
RUB 3.0940
თბილისი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან
თარიღი:  1286

„თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა თავის დაუდევარ პოზიციას, არ არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ ორიენტირებული“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ეს სხვაგვარი და ძალიან ხანმოკლე ომი იქნება

თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს ძალიან ხანმოკლე ომი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„კონფრონტაცია რუსეთის მეთოდს არ წარმოადგენს, როგორც ეს არაერთხელ უთქვამს რუსეთის ხელმძღვანელობას და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთთან ომისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ განცხადებები ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ისმის.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ამის ინტერესი არ გვაქვს. მაგრამ, თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს სრულიად სხვაგვარი და ძალიან ხანმოკლე ომი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის