USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
თბილისი
რეგიონის ქვეყნებში სარკინიგზო მანქანათმშენებლობა ინტენსიურად ვითარდება, საქართველოში კი „შტადლერის“ ქარხნის მშნებლობის პროექტი ჩავარდა
თარიღი:  580

შუა დერეფნის ქვეყნები ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მისაღწევად ინტენსიურად ავითარებენ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის მიმართულებას.

ახლახანს თურქეთმა   საკუთარი წარმოების E5000 ტიპის ელმავლები მაგისტრალურ ქსელზე ექსპლუატაციაში ჩაუშვა.

თურქეთის რკინიგზის მოსამარაგებლად, სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი უდიდესი კომპანია TÜRASAŞ ი – ქვეყნის მასშტაბით ელმავლების ასაწყობათ სამ ინტეგრირებულ ობიექტს ფლობს.

თურქეთი, რომელიც ოდიდგანვე საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებას აძლევდა პრიორიტეტს, სადღეისოდ მკაფიოდ ხედავს სარკინიგზო – ეკოლოგიური ტიპის ტრანსპორტით მასობრივი ტვირთების გადაზიდვების პრიორიტეტულობას და ამ ტენდენციის საპასუხოთ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის დარგს ინტენსიურად ავითარებს.

სულ ახლახანს ჩვენი პორტალის გვერდზე ყურადღებას ვამახვილებდით,  ყაზახეთში   ელმავლების სერიულ წარმოებაზე, რომელსაც ფრანგულ – ყაზახურ ერთობლივი საწარმო Elektrovoz Kurastyru Zauyty ახორციელებს.

2025 წელს ფრანგულ Alstom თან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ყაზახეთის რკინიგზის მაგისტრალისათვის ყაზახეთში ადგილობრივ საწარმოო ბაზაზე 2029 – 2036 წლებში  205 ერთეული ექვსღერძიანი ელექტრო ლოკომოტივი დამზადდება.

ფრანგულ – ყაზახურ ერთობლივ საწარმოს Elektrovoz Kurastyru Zauyty ს 2025 წლამდე ყაზახეთის რკინიგზისთვის 44 ლოკომოტივი უკვე აქვს აწყობილი და მიწოდებული.

 

2029 – 2036 წლებში Alstom თან ახალი კონტრაქტის ჩაშვებამდე, ყაზახეთს გათვალისწინებული აქვს 2025 – 2029 წლებში – 193 ერთეული ელმავლის საკუთარი ქსელისათვის მიწოდება.

სახეზეა, რომ მეზობელ ქვეყნებში შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების განსავითარებლად.

შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის განვითარება?  ბუნებრივია იყო მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა გაცემული დაპირება.

საქართველოში გათვალისიწინებული იყო სარკინიგზო მანქანათმშებლობის დარგის განვითარებისათვის შვეიცარული კომპანია შტადლერთან ერთობლივად თბილისში რეგიონული ქარხნის მშენებლობა. რაზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად 2018 წელს მოეწერა ხელი. 

 

 

 

 

დოკუმენტს – თბილისის მერმა კ. კალაძემ, კომპანია „შტადლერის“მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პ. შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დ. ფერაძემ მოაწერეს ხელი.

დედაქალაქის მერის მიერ გაიცა დაპირება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“მარკის ვაგონების საქართველოში წარმოების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნეს გარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო”.

თბილისში აღნიშნული ქარხნის მშენებლობა ვერ განხორციელდა.

შტადლერის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება, ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

რაც შეეხება თურქეთთი სარკინიგზო მანქანათმშებლობას – თურქეთის რკინიგზის ნაციონალურმა ოპერატორმა TCDD მ სულ ახლახანს, პირველი ხუთი E5000 ტიპის ელმავალი მიიღო, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებითაა დაპროექტებული და წარმოებული.

E5000 ტიპის ელმავალი ევროპული TSI სტანდარტების შესაბამისადაა სერტიფიცირებული, მისი კონსტრუქციული სიჩქარე 140 კმ/სთ ია.

5 მეგავატიანი ძრავით აღჭურვილი ელმავალი თურქეთის მაგისტრალური ქსელისთვის სავსებით მისადაგებულია.

ელმავლების ადგილობრივი წარმოების პროექტი სახელმწიფოს მხრიდან აქტიურადაა მხარდაჭერილი, თურქეთის მასშტაბით 115 მომწოდებელია ჩართული, რომლებიც თითქმის ყველა მაკომპლექტებელი კვანძებით  – ტრანსფორმატორებიდან დაწყებული და ძარებით დამთავრებული ძირითად საწარმოს ამარაგებენ.

E5000 ელმავლის ძირითადი კვანძების აწყობა ესკიშეჰირში TÜRASAŞ ქარხანში ხორციელდება. მეორე დამხმარე, მაკომპლექტირებელი ქარხანა  სივასში მდებარეობს  სადაც ხდება  ელმავლებისთვის ურიკებისა და წყილთვალების დამზადება.

 

 

თურქრითისა რკინიგზასთან დადებული კონტრაქტი ითვალისწინებს 95 ლოკომოტივის მიწოდებას, კერძოდ 15 ერთეული მიეწოდება 2025 წლის ბოლომდე, 30 ერთეული – 2026 წელს, ხოლო დარჩენილი 45 ერტეული – 2027 წელს.E5000 ელმავლების წარმოების პროექტი თურქეთის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და სარკინიგზო მანქანათმშენებლობის სექტორში ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება.

წყარო:https://transcor.ge/

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის