USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
„რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს
თარიღი:  991

მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც სპორტული კლუბის რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ კლუბის მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეალ მადრიდის“ კლუბი აცხადებს, რომ ჩვენს კალათბურთის გუნდის წევრებს ვირუსი დაუდგინდათ, მას შემდეგ რაც ტესტი გაიარეს.

დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, - აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის