USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
რატომ გადაწყვიტა იმუნიზაციის საბჭომ მოსახლეობის "სინოფარმით" აცრა- კულუმბეგოვის განმარტება
Date:  704

ალერგოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ გადაწყდა მაისიდან მოსახლეობის „სინოფარმითაც“ აცრა.

დღეს, 16 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ჩინური წარმოების “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაცია მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ჟურნალისტებთან ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რომ „სინოფარმის“ დამატება ვაქცინების სიაში გადაწყვიტეს  „აღმავალი მესამე ტალღის“ გათვალისწინებითაც.

„რადგანაც ვაქცინების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპისთვის დაშვებულია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. თითოეული ადამიანის ვაქცინირება, განსაკუთრებით პრიორიტეტულ ჯგუფებში, არის მათი გადარჩენა. და ეს არის ჩემთვისა და იმუნიზაციის საბჭოს ყველა წევრის ამოსავალი წერტილი“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, საბჭო არ გამორიცხავს, რომ მაისამდე „სინოფარმს“ ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება:

„თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დავუჭირეთ მხარი, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, მიიღოს გადაწყვეტილება თვითონვე გათვითცნობიერებული და შესაძლებლობა ექნება ვაქცინებზე. ჩვენ ორი საკითხის წინაშე ვდგავართ, ერთი- მესამე ტალღა და მეორე- ვაქცინებისადმი დაბალი ხელმისაწვდომობა. ამ ორმა ფაქტორმა გადაწონა ყველა ის მონაცემი, რომელიც ჩვენ გვავქს“ ,— აცხადებს ის და ამატებს, რომ საბჭომ გაითვალისწინა ყველა ის ინფორმაცია და მონაცემი, რაც ამ ვაქცინაციაზე არსებობს.

საქართველოს შეძენილი აქვს ჩინეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა, რომელიც დასაწყობებულია. იგივე რაოდენობის „სინოვაკი“ ქვეყანას ჩინეთმა აჩუქა, თუმცა ეს დოზები ჯერ არ მიგვიღია.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way