დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრავერმანა თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მან კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევაა.
"მე დავუშვი შეცდომა, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვტოვებ თანამდებობას", - წერს ის პრემიერმინისტრ ლიზ ტრასისთვის გაგზავნილ წერილში.გარდა ამისა, თავის წერილში მან შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.