USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Тбилиси
რატომ დაანგრიეს რუსებმა რაჭისა და ლეჩხუმის ყველა სოფლის ყველა კოშკი
дата:  3055
როგორ ექცეოდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა ეპოქაში დიდი იმპერიები, რით ჰგავდა და განსხვავდებოდა მათი ქმედებები ერთმანეთისგან და, რაც მთავარია, ვინ რა სახასიათო დამანგრეველი კვალი დატოვა ქართულ ცნობიერებასა თუ საქართველოს რუკაზე. ისტორიკოსი ვახტანგ გურული:
 
– რატომ მოხდა ისე, რომ ერთმორწმუნე რუსეთმა არანაკლები, თუ მეტი არა, ზიანი მოგვაყენა?

– ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის დამდეგი რუსეთთან ბრძოლაში წავაგეთ იმიტომ, რომ აწყობილი ვიყავით ირანსა და ოსმალეთზე. გვეგონა, რომ მოვიდა დამპყრობელი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ისეთივე გზით, როგორც ვებრძოდით ირანსა და ოსმალეთს, მაგრამ, რეალურად, რუსეთი სულ სხვა ძალა აღმოჩნდა: უფრო ვერაგი, შორს გამიზნული და კარგად გააზრებული გეგმებით. რატომ გაგვიჭირდა რუსეთთან ბრძოლა?! ოსმალეთის სულთანსა და ირანის შაჰს მიცემული სიტყვის შესრულება შეეძლოთ, მაშინ, როდესაც რუსეთის არც ერთ იმპერატორს საქართველოსთვის მიცემული სიტყვა არ შეუსრულებია! ავიღოთ, თუნდაც, ნადირ-შაჰი, საშინელი დამპყრობელი, ფერეიდანში სწორედ მისი ბრძანებით ამოწყვიტეს ქართველები, რომლებმაც მაჰმადიანობა არ მიიღეს და მაშინ დამთავრდა ქრისტიანობა ფერეიდანში; ნადირ-შაჰმა გადასახადებით გაწყვიტა წელში საქართველო, მაგრამ, რომ მოეწონა ეს ორი ჭკვიანი მამა-შვილი, თეიმურაზი და ერეკლე, ერთი კახეთის ტახტზე დასვა, მეორე – ქართლის ტახტზე და 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის შაჰმა ტახტზე ქრისტიანი მეფეები აიყვანა. მოგახსენეთ, რუსეთს არ უნდოდა ვახტანგის ტახტზე დაბრუნება-მეთქი, იმიტომ, რომ ის ჭკვიანი და პატრიოტი კაცი იყო, თავისი ქვეყანა უყვარდა. ამიტომ რუსეთი ფიქრობდა, თუ ირანის შაჰს უჯანყდება, შემდეგ ჩემთვისაც გახდება პრობლემაო. ახლა ვნახოთ, როგორ აზროვნებს ნადირ-შაჰი: მართალია, თეიმურაზი და ერეკლე ჭკვიანი ხალხია და ხვალ მათ, შეიძლება, შემიქმნან პრობლემაო, მაგრამ უკან მაინც არ იხევს და აჰყავს ისინი ტახტზე. რუს იმპერატორებს ეს თვისება არ ჰქონიათ: ყველა ჭკვიანი და სამშობლოზე შეყვარებული ქართველი საშიშად მიაჩნდათ და მათ ეს თვისება შეიძინეს მონღოლებისგან. მონღოლებმა იმიტომ არ იცოდნენ სიტყვის ფასი, რომ არ ჰქონდათ სახელმწიფოებრობის გამოცდილება და არაფერს აფასებდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებში, გარდა კარგი მებრძოლობისა, იმიტომ, რომ თვითონ იყვნენ კარგი მებრძოლები. მონღოლებიც ასე უყურებდნენ საკითხს: რუსეთში დიდი მთავარი უნდა იყოს ყველაზე უნიჭო, ყველაზე უვიცი, ყველაზე უსუსური, ნადირ-შაჰმა კი ქართლ-კახეთში ყველაზე ჭკვიანები აარჩია და დასვა ტახტზე.

– და მიიღო კიდეც ამის სამაგიერო?!

– მიიღო ის, რომ ერეკლემ და თეიმურაზმა დაატოვებინეს ირანს საქართველო. რუსეთი კი ნადირ-შაჰისგან განსხვავებულად აზროვნებდა და ამიტომაც აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში: გვეგონა, ტრადიციულ მტერს ვებრძოდით. ქართველების თავისუფლებისმოყვარეობა გამომჟღავნდა პირველსავე წუთებში – ალექსანდრე პირველის მიერ ხელმოწერილი მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ თბილისში ექვსი თვის დაგვიანებით გამოცხადდა, მანამდე მალავდნენ, რადგან ეშინოდათ გართულებების, ზვერავდნენ ვითარებას. აი, როგორი ვერაგები იყვნენ რუსები! მანიფესტი 1802 წლის 12 აპრილს წაიკითხეს სიონის ტაძარში, ოღონდ იქ შეკრებილმა ქართველებმა არ იცოდნენ, რას უკითხავდნენ; არ იცოდნენ არც სამეფო ოჯახის წევრებმა და არც სამღვდელოებამ. როდესაც მანიფესტის კითხვა დასრულდა, ქართველებს მოსთხოვეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება. ამის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფის ქვეშევრდომები ხდებოდნენ რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომები და შოკში მყოფმა ხალხმა დაიჩოქა! არ დაიჩოქა კახელი თავადებისა და აზნაურების ნაწილმა. მოგეხსნებათ, სიონი რუსის ჯარის ალყაში იყო, მათ ალყა გაარღვიეს ისე, რომ რუსებმა ვერ გამოიყენეს ვერც ცივი და ვერც ცეცხლსასროლი იარაღი. დაუმორჩილებელი კახელი თავადები და აზნაურები ორი წლის განმავლობაში იბრძოდნენ კახეთში რუსეთის წინააღმდეგ. ამას საშინელი რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან.

– რას ითხოვდნენ ქართველები ასეთ მიუღებელს?

– ვიქნებით რუსეთის მფარველობაში, მაგრამ შესრულდეს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და აღდგეს მეფობაო, მაგრამ ესეც კი ვერ აიტანა რუსეთმა, მაინც თავისუფლებისმოყვარეობაში ჩაგვითვალა. ბოლოს და ბოლოს, შეიპყრეს დაუმორჩილებელი თავად-აზნაურები, ჩამოიყვანეს თბილისში და ძალით დააფიცეს რუსეთის ერთგულებაზე. ვინც გაქცევა მოახერა, საინგილოში გაიქცა, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილი იყო თავისი ჯარით. გამწარებული რუსები ჯარით შეჰყვნენ საინგილოში კახელ თავად-აზნაურებს და, ფაქტობრივად, ამან გამოიწვია რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომის დაწყება. 1812 წელს ქართველმა თავადებმა მოახერხეს გრიგოლ იოანეს ძის მეფედ გამოცხადება, მაგრამ ამას მოჰყვა რუსების მიერ კახეთის სასტიკად დარბევა. რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია შეუიარაღებელ მოსახლეობას რუსეთის რეგულარული ჯარისთვის?! ალექსანდრე ბატონიშვილმა ბრძოლა წააგო და წავიდა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ბატონიშვილი მოსვენებას არ აძლევდა რუსეთს. იგი ხევსურეთში გადავიდა, შემდეგ – პირიქითა ხევსურეთში. რუსებმა მის მკვლელს ჯილდო დაუწესეს, მაგრამ არავინ გასცა ბატონიშვილი. იმ დროს პირიქითა ხევსურეთში გზა არ გადიოდა და ამიტომ არტილერიის გადატანა შეუძლებელი იყო, ამიტომ რუსებმა დაშალეს თავიანთი არტილერია, ჯორებსა და ვირებს აჰკიდეს და ისე გადაიტანეს პირიქითა ხევსურეთში. შემდეგ იქ ააწყვეს და 60 სოფელი მიწასთან გაასწორეს! ჩვენ ხშირად ვამბობთ, დრო-ჟამმა დაანგრია შატილი და მუცოო. დრო-ჟამმა კი არა, რუსებმა დაანგრიეს! რასაც დრო-ჟამი ანგრევს, იმას ხალხი აღადგენს. უფრო მეტიც, შატილში გამაგრებულ ალექსანდრე ბატონიშვილს ხევსურებმა ცოცხალი დერეფანი გაუკეთეს და ისე გაიყვანეს: თვითონ იხოცებოდნენ, რომ ბატონიშვილი გადარჩენილიყო. რაკი ვერ დაიჭირეს ალექსანდრე, რუსები უკან მობრუნდნენ და ხევსურეთი ხელახლა დააწიოკეს, არადა, აჯანყება ხომ უკვე კარგა ხნის დამარცხებული იყო?! შემდეგ იმერეთის აჯანყება დაიწყო იმავე მოთხოვნით – აღადგინეთ მეფობაო. იმერეთში კიდევ უფრო სუსტი იყო აჯანყება, იმიტომ, რომ დიდი ჯარი ვერ მოგროვდა, თან, მხოლოდ იმერეთი აჯანყდა, გურიამ და სამეგრელომ ჯარი არ გამოიყვანეს. ამის საპასუხოდ რუსებს უნდოდათ, რაღაც ისეთი ჩაედინათ, რომ დაესაჯათ მოსახლეობა და მათთვის აჯანყების სურვილი დაეკარგვინებინათ. ამიტომ, სრულიად უმიზეზოდ შეიპყრეს ორი მეუფე: მიტროპოლიტი დოსითეოზი და მთავარეპისკოპოსი ექვთიმე. მაგალითად, გასაგები იყო დარეჯან დედოფლის დაჭერა, იმიტომ, რომ მისი შვილი გამოცხადდა მეფედ; გასაგები იყო დარეჯანის მომხრე თავადების დაჭერა, იმიტომ, რომ მათ ჯარი შეაგროვეს, მაგრამ ამ სასულიერო პირებს არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი რუსების წინააღმდეგ! საქართველოში წარმოუდგენელი რამ იყო მეუფის შეურაცხყოფა, რუსებმა კი ორი მეუფე ცხენებზე შესვეს, თავზე ტომრები გადააცვეს და ასე ჩამოიყვანეს ქუთაისში, შემდეგ ურმებზე დააკრეს და ისე განაგრძეს გზა. მეუფე დოსითეოზი გზაში გარდაიცვალა, გაიგუდა. წერენ კიდეც რუსები, სურამში ცოცხალი იყო, მაგრამ გორში უკვე მკვდარი ვნახეთო. ანანურამდე ატარეს გვამი, რომ ქართველებს დოსითეოზის საფლავი წმიდა ადგილად არ შეერაცხათ და სადღაც დაფლეს. საერთოდ, რუსმა, საქართველოს დაპყრობის მიუხედავად, არ სცადა ქართული ხასიათის შეცნობა: იმერეთის აჯანყების დროს პოლკოვნიკი პუზირევსკი გურიაში შევიდა, რადგან იქ თავს აფარებდა მეფედ გამოცხადებული იოანე აბაშიძე, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გურიის მთავარმა პუზირევსკის თავადებისა და აზნაურებისგან შემდგარი რაზმი მიაგება, რათა იგი თავის რეზიდენციაში საპატიო სტუმრად მიეწვია. რაზმს წინ მიუძღოდა რამდენიმე კაცი აზნაურ ბოლქვაძის მეთაურობით. პუზირევსკიმ, როგორც კი ბოლქვაძე შენიშნა, დაუძახა და რაღაც რუსულად ჰკითხა. ბოლქვაძემ რუსული არ იცოდა და მორიდებით გაიღიმა. პუზირევსკიმ შეკითხვა გაუმეორა, ბოლქვაძემ ისევ გაიღიმა. განრისხებულმა პუზირევსკიმ იარაღში ჩამჯდარ ბოლქვაძეს სახეზე მათრახი გადაჰკრა, პუზირევსკიმ არ იცოდა, რომ მას სამასმეერთე არაგველი შეხვდა: ბოლქვაძემ დამბაჩა ამოიღო და რუს ოფიცერს შუბლი გაუხვრიტა. თავიდან რაჭაშიც საკმაოდ დიდი ანტიიმპერიული მოძრაობა იყო. დაუკვირდით: თუ სვანეთშია კოშკები, ლეჩხუმსა და რაჭაში რატომ არ არის?! არ არის იმიტომ, რომ რუსებმა მიწასთან გაასწორეს იმერეთის აჯანყების დროს! რაჭისა და ლეჩხუმის ყველა სოფლის ყველა კოშკი დაანგრიეს! სვანეთში აჯანყება არ ყოფილა, თორემ იქაც დაანგრევდნენ კოშკებს. აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის იმპერიას ჩვენდამი, იმიტომ, რომ იმპერიებს ძალიან აშინებს თავისუფლებისმოყვარე ერი.

– ფაქტობრივად, გამოდის, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, იმპერია ცივილიზებულია თუ ველური, მათი მოქმედების მეთოდები იდენტურია?

– ყველა დიდ იმპერიას მოქმედების იდენტური მეთოდი აქვს: თავის პერიფერიაში, თავის მოსაზღვრედ ვერ იტანს პატარა სახელმწიფოს; მან ეს სახელმწიფო უნდა მიიერთოს, გადაყლაპოს, თუ არა და, მაშინ ამას გააკეთებს მისი კონკურენტი იმპერია. თუ, ვთქვათ, მონღოლებისა და რუსების მეთოდები განსხვავებულია, ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მონღოლები იყვნენ მეცამეტე საუკუნეში, რუსები კი – მეცხრამეტეში. რუსები თოფით ხოცავდნენ ხალხს, მონღოლები თავს კვეთდნენ ან ცხენის ძუაზე გამოაბამდნენ. ეს რუსების დამსახურება კი არ არის, უბრალოდ დრო შეიცვალა, თორემ რუსებს დასჯის მონღოლური მეთოდებისკენ მისწრაფება ყოველთვის ჰქონდათ: მაგალითად, ნიკოლოზ პირველს დეკაბრისტების დასჯა ოთხად გაკვეთით უნდოდა, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავა, რადგან ასეთი მეთოდი იმდროინდელ მსოფლიოში უკვე მიუღებელი იყო და ჩამოახრჩო.

– თან დამპალი თოკებით.

– დიახ. ასე რომ, მსოფლიო იყო სხვანაირი და რუსებიც სხვანაირად იქცეოდნენ. რუსებმა ვერ გვაპატიეს 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და სასტიკად დაგვსაჯეს 1921 წელს. რუსებმა ვერც ეროვნული მოძრაობის აღმავლობა მოინელეს და ისევ სასტიკად დაგვსაჯეს 1989 წლის 9 აპრილს; განა არ შეიძლებოდა, წყლის ჭავლით დემონსტრანტების დაშლა?! მაგრამ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო და ადამიანები დაეხოცათ არა ტყვიით, არამედ – მესანგრის ნიჩბებით. რა მოხდა 2008 წელს?! რუსებს თავისუფლად შეეძლოთ თბილისისა თუ სხვა ქართული ქალაქების დაბომბვა სარაკეტო დარტყმებით, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდებოდა და ვერ აღვიქვამდით. რუსების წარმოდგენით, ომი უნდა გაგრძელებულიყო მონღოლური მეთოდებით; უნდა შემოსულიყო ჯარი და უნდა დავეზაფრეთ ამას!

– მითხრა კიდეც ერთ-ერთმა რუსმა ექსპერტმა, თქვენი ჯარი ძალიან სწრაფად გაიქცა და რუსეთმა ვერ მოახერხა თავისი ჩანაფიქრის სრულად განხორციელებაო.

– დიახ, ჩვენი დაზაფვრა უნდოდათ: გორში უნდა შემოსულიყვნენ, გორი უნდა დაბომბილიყო, ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომ ჩვენ დაჭრილები და დახოცილები გვენახა… დღეს უნდა ეთქვა, მოგცემ გადასვენების უფლებასო, ხვალ კი გადაეფიქრებინა… რუსებმა თავიანთი ელიტური სამხედრო ნაწილები მაშინვე გაიყვანეს და მათ ნაცვლად შემოიყვანეს მშიერი ჯარისკაცები, რომ გვეყურებინა, როგორ მოხსნეს უნიტაზები და წაიღეს! ამით გაგვაფრთხილა, აი, ამ ხალხთან გაქვთ საქმე და ნუღარ გაიმეორებთ, თორემ უარესს დაგმართებთო. თემურ-ლენგის დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ ჩაღატაელი ნოინები, რომლებიც ცხოვრობდნენ იქ, სადაც უზარმაზარ სივრცეზე ერთი ოაზისი იყო, საიდანაც ერთად სვამდნენ წყალს ადამიანი, აქლემი, ძროხა, ცხენი თუ ცხვარი; მათ არ იცოდნენ, მწვანე რა იყო, ისინი მოიყვანეს საქართველოში და, აქედან წავიდოდნენ?! ან, სად უნდა წასულიყვნენ?! შუა აზიაში, 20 კილომეტრში რომ უნდა ეძებნათ წყალი, რომელიც ან დახვდებოდათ, ან – არა?! 2008 წელს საქართველოში მყოფი რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ძალიან წააგავდნენ თემურ-ლენგის ჩაღატაელ ნოინებს. რუსებისთვისაც საქართველო ხომ ყოველთვის მარგალიტი იყო; სულ აქ ჩამოსვლა და ცხოვრება უნდოდათ, რაკეტებით ბრძოლას არ დაგვიწყებდა, იმიტომ, რომ მათი მიზანია ჩვენი, ჩვენი შვილების ფსიქოლოგიურად გატეხვა…

– იმიტომაც „აგლახავებდნენ“ ტანკების კოლონას: თითქოს მოდიოდნენ თბილისისკენ და თითქოს არც მოდიოდნენ?

– ფსიქოლოგიურად გვაგდებდნენ და ეს არის სწორედ მონღოლური წესი. მონღოლები რუსეთში ხარკს გვიან შემოდგომაზე კრეფდნენ და ხარკის თითოეული აკრეფა მონღოლების მიერ რუსეთში მოწყობილი ახალი ლაშქრობა იყო; რატომ? იმიტომ, რომ კიდევ ერთი წლით ისე უნდა დაეშინებინათ რუსი, რომ მომავალ წელს ხარკის მიცემა არ გადაეფიქრებინა! ამიტომ ხარკიც უნდა აეღოთ და კიდეც უნდა დაეხოცათ, რომ მომავალ წლამდე დაეშინებინათ! იმავენაირად მოიქცნენ რუსები აგვისტოშიც: კარგა ხანს უნდა დავშინდეთ ამით! მეტიც, ამბობენ, საქართველომ შეიარაღება გადამალაო, ესე იგი, ამით გვაფრთხილებენ, თუ რამე გაქვთ გადამალული, იცოდეთ, დაისჯებითო, – ამითაც გვაშინებენ.

– ერთი სიტყვით, არ უნდა გვეშინოდეს!

– დიახ, არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენი მიზანია, რომ არ გვეშინოდეს, რადგან, თუ ფსიქოლოგიურად გაგვტეხეს, მაშინ ჩვენი საქმე წასულია. მაგალითად, ირანმა და ოსმალეთმა ჩვენ ვერ შეგვაშინა, ჩვენი მეფეები ვერ მოსპო და ვერ შეაშინა! ერი არ უნდა გატყდეს! საერთოდ, დიდ იმპერიებთან ურთიერთობაში მოთმინება გვმართებს. ისინი რაზე აგებენ თავიანთ პოლიტიკას?! – მარტივ გათვლაზე: რუსები ფიქრობენ, იქნებ ქართველები ომზე წავიდნენ და მერე ვაჩვენებთ მაგათ სეირსო, ამიტომ ჩვენ მოთმინების უნარი უნდა გვქონდეს. მართალია, ის არ მოქმედებს ქრისტიანულად, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიმოქმედოთ ქრისტიანულად?! თანაც, არც ერთ დიდ იმპერიას, სიძლიერის მიუხედავად, სამასი არაგველი არ ჰყოლია; ქართველებს კი სამასი არაგველი გვყავდა და მტერმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ყოველი ქართველი მისთვის სამასმეერთე არაგველი იქნება. ცივილიზაციის ისტორიაში ინდიელებს დიდი კვალი არ დაუტოვებიათ, მაგრამ მათ აქვთ ერთი გამონათქვამი: თუ მდინარის ნაპირზე დიდხანს იჯდები და წყალს მიაჩერდები, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს შენი მტრის გვამსო. ესე იგი, უნდა დამშვიდდე და ვიღაც შენ მაგივრად გამოუტანს მსჯავრს შენს მტერს. ჩეჩნებს და ბევრ მთიელ ხალხს ჰქონდა ასეთ წესი: მოგეხსენებათ, აულები, ძირითადად, მთის ფერდობებზე განლაგებული გრძივი დასახლებებია და ერთი გზა გადის. აულში ცხენზე შეჯდომა და, მით უმეტეს, ჯირითი, დიდი სირცხვილი იყო ჯიგიტისთვის. საიდან მოდის ეს ტრადიცია?! მაგალითად, კაცს მიუტანეს ამბავი, შენი ძმა ან შვილი მოკლესო, ის აიღებს თოფს, შეახტება ცხენს, გააჭენებს და მკვლელს მოკლავს, მაგრამ აულში ცხენის გაჭენება არ შეიძლებოდა, ესე იგი, მოტანიდან ორასი-სამასი მეტრი ფეხით უნდა გაიარო, ამასობაში დაფიქრდები, ან ვიღაც შეგხვდება, დაელაპარაკები და დამშვიდდები, – აი, რამხელა აზრი დევს ამ ტრადიციაში. ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს: მოთმინებითა და გამძლეობით გადავრჩით, თორემ, რა გადაგვარჩენდა უზარმაზარ იმპერიებთან ბრძოლაში, რომლებსაც უზარმაზარი რესურსები ჰქონდათ?! თუმცა ხშირად თავის გამოდებაც ფასდებოდა. ისევ გიორგი მეშვიდის საქციელს დავუბრუნდეთ, როდესაც თახერი ალყიდან გამოიყვანა: ამით თემურ-ლენგი მხოლოდ კი არ გააცოფა, შეაშინა კიდეც. იფიქრა, ეს ისეთი ვაჟკაცია, ეს ისეთი თავისუფლებისმოყვარეა, რომ ამასთან ბრძოლას აზრი არ აქვსო… თურქ-სელჩუკებიც დავით აღმაშენებლის გამბედაობამ შეაშინა. წარმოდგინეთ საკუთარი თავი ამირა ილ-ღაზის ადგილას?! მის უკან დგას მთელი მუსლიმანური სამყარო და თავად 300 000-იან ლაშქარს მოუძღვის, თან, მან დაახლოებით ხომ იცის, რომ ყველაზე მეტი, 60 000 კაცი შეიძლება, შეეკრიბა დავითს, პატარა ქვეყნის მეფეს?! მეტიც, ილ-ღაზს შეუძლია, მომავალ წელსაც გაიმეოროს ეს ომი, მაგრამ დავითი ხომ ვეღარ გაიმეორებს, რესურსი ხომ არ აქვს?! დავით აღმაშენებლის გასვლა დიდგორის ომზე დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ილ-ღაზისთვის. ილ-ღაზს ეგონა, რომ ნორმალურ ხალხთან ჰქონდა საქმე, ამიტომ, როდესაც ქართველთა მცირე რაზმი შევიდა მტრის ბანაკში, მან ჩათვალა, მოსალაპარკებლად მოდიანო. გადავხედოთ ჩეჩნეთს: რუსეთს იქ მობილიზებული ჰყავდა ერთი არმია, ანუ 50 000-დან 100 000-კაცამდე თავისი დამხმარე საშუალებებით. იცით, რამდენი კაცი ჰყავდა მასხადოვს? 850! მათგან ნახევარი დაჭრილი იყო და ბანაკებში ჭრილობებს იშუშებდნენ. 300-400 კაცი ებრძოდა ამდენ რუსს და ეს, თავისთავად, აგდებდა მოწინააღმდეგეს მძიმე მდგომარეობაში, თორემ, როდის იყო, რომ 850 კაცი 100 000-სს უგებდა?!

– ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, სამწუხარო ის არის, რომ ასეთი მაგალითები ვერ ვნახე ჩემს უახლეს ისტორიაში, ვერც სამასმეერთე არაგველები.

– ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ომში ვიღაც მოკვდება… მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ჩვენ გავუცხოვდით ჯარისგან და ესეც რუსისგან მოდის. რუსებმა ჯარი შეგვაძულეს: ქართველისთვის სალდათობა სიკვდილი იყო და ქართველი მაშინ სწორად აზროვნებდა: რატომ უნდა ებრძოლა სადღაც ევროპაში და რუსეთის იმპერატორისთვის მომკვდარიყო?! ეს გაუცხოება საბჭოთა დროსაც გაგრძელდა: ქართველს თავის სამშობლოში არ ამსახურებდნენ, სადღაც მიჰყავდათ, აქ კი რუსები ჩამოყავდათ, რაც ჩვენ გვაღიზიანებდა. ამით გაგვაუცხოეს ჯარისგან, რაც უნდა დავძლიოთ. ჩვენთან უნდა ჩამოყალიბდეს ჯარისკაცისა და ოფიცრის ახლებური ტიპი. ჯარისკაცი და ოფიცერი ხელის გულზე უნდა ვატაროთ. არადა, წვიმაში არც ჯარისკაცს და არც ოფიცერს არავინ გაუჩერებს მანქანას. მე კი მინახავს, როდესაც ომის მონაწილე შემოდიოდა, მოხუცი დგებოდა და ადგილს უთმობდა, იმიტომ, რომ მან იცოდა სამხედროს ფასი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი არმია, როდესაც ოფიცერი ჩაითვლება ელიტური საზოგადოების ნაწილად თავისი განათლებით, თავისი პროფესიული ცოდნით, მაგრამ ამისთვის ოფიცერიც მზად უნდა იყოს. არმია არ არის ჯარისკაცი, ოფიცერი, თოფი და ტანკი, არმია საზოგადოების ნაწილი, სოციალური ორგანიზმია და, როდესაც ჯარი ჩაივლის ქუჩაში, მისადმი პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს. უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არ არის დამპყრობელი რუსის ჯარი, ეს ქართული ჯარია. 
ავტორი: ნ.ხ.
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати