USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
რატომ ჩაანაცვლებს დენის ქვითარში "თელასს" “თელმიკო”, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიას" “ეპი ჯორჯია”???
თარიღი:  2964

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს. თბილისის მცხოვრებლებისთვის ეს იქნება კომპანია “თელმიკო”, დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებისთვის კი - “ეპი ჯორჯია”.

ეს ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია. ამის გამო, "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

ცვლილება ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე დივერსიფიკაციისკენ არის მიმართული, თუმცა თავდაპირველ ეტაპზე მომხმარებელი დენს მხოლოდ ამ კომპანიებისგან მიიღებს, შემდგომში კი ბაზარზე შესაძლოა ახალი მიმწოდებლებიც გამოჩნდნენ.

“თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" სალიცენზიო არეალებში დასახელდა უნივერსალური მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე იფუნქციონირებს. “თელმიკო” იქნება თბილისში მიმწოდებელი და “ეპი ჯორჯია” იქნება თბილისის გარეთ”, - პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ამ კომპანიებისთვის დენის მიწოდების ტარიფი, თუმცა ახალი ტარიფი მოქმედი ტარიფის იდენტური იქნება და ის მომხმარებლისთვის არაფერს შეცვლის.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის