USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რას პასუხობენ აკრძალვის კანდიდატი პარტიები "ოცნებას"?
თარიღი:  685

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომლითაც მოითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.

შესაბამისი განცხადება დღეს, 28 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

განცხადებას გამოეხმაურნენ სამივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები

„ნაციონალური მოძრაობა"

„პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე, არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

"ლელო – ძლიერი საქართველო"

„კოალიცია „ლელო- ძლიერმა საქართველომ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩემს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით „ლელოს“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან - ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან, პოლიტიკური კომუნიკაციით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი - ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძემ.

ახალი

“ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია. საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!

ბოლომდე! - დაწერა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა ელენე ხოშტარიამ.

 

ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. მათ შორის, „ქართული ოცნება“ სარჩელით მხოლოდ ერთს – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – არ უჩივის. აღნიშნულმა პარტიამ დღეს დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა.

პაპუაშვილის თქმით, სარჩელი ამ ეტაპზე არ ეხება კონკრეტული ინდივიდების ან პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.

„ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს, რადგან ინსტრუმენტი, რომელიც მემკვიდრე პარტიის სახით არსებობს, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირების არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღვკვეთოთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარტიამ მ ეტაპზე არჩია სარჩელი მხოლოდ პარტიების წინააღმდეგ წარედგინა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში სასამართლოს მიმართონ მოთხოვნით კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის