USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რას ნიშნავს იმპიჩმენტი და რა შედეგები მოჰყვება მას
Date:  921

იმპიჩმენტი არის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმა, რომელსაც, პირველ რიგში, შესაბამისი თანამდებობის პირის გადაყენება მოჰყვება. 

Საქართველოს კონსტიტუცია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას უშვებს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

იმპიჩმენტის საფუძვლებია: კონსტიტუციის დარღვევა ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა. 

ამ საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში გადაყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

- პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 (სულ მცირე 50 დეპუტატი). 

- აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკითხი 7 დღის ვადაში გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.

- საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და 1 თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები. 

- თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება.

- თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. 

პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 (ანუ, სულ მცირე 100 დეპუტატი). ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება და 45 დღის ვადაში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები. 

ვინაიდან 2017-2018 წლების ან შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებდა 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საგამონაკლისო წესს, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან გაუქმდა, 2024 წლამდე გასამართი რიგგარეშე არჩევნები წარიმართება კონსტიტუციის ძირითად ნორმაში გაწერილი პროცედურით - არაპირდაპირი წესით. 

კერძოდ, ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს 300 წევრიანი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პარლამენტის ყველა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და საკრებულოების შემადგენლობიდან პარტიების მიერ დანიშნული წევრები. 

Პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით (200 ხმა).

თუ პარლამენტმა სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება.

 

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way