USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
თბილისი
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 11 ნოემბერს
თარიღი:  502

მთვარის მე-7-8 დღე. დღეს მთვარისა და იუპიტერის შეერთება ამართლებს მის სახელს - "ბედის თალისმანი": სწორი გათვლა ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იღბალი შანსს გაძლევთ, მთავარია, ის სწორად გამოიყენოთ. ვინც ახლა ვერ გაიუმჯობესებს მდგომარეობას, სხვისი მაგალითით დაინახავს, რომ მომავალში კიდევ ერთი შანსი ხელიდან არ გაუშვას. 

კონცენტრირდით ყველაზე მთავარზე. გახსოვდეთ, რომ რჩება რისკების საფრთხე,  პიროვნული და სოციალური კონფლიქტები, იდეოლოგიური უთანხმოები, ამიტომ, ყურადღების მოდუნება, მიუხედავად იმისა, ბედმა გაგიღიმათ თუ არა, არ შეიძლება.

ვერძი

თქვენი მიზნების მისაღწევად მზად ხართ გაანადგუროთ ყველა ვინც გზაზე გადაგეღობებათ, ნუ აჰყვებით ბავშვურად წყენებს და ნუ დაუშვებთ შეცდომებს, შურისძიება ისევ თქვენ დაგაზარალებთ.

კურო

დიდია სასიყვარულო თავგადასავლების ალბათობა, შესაძლოა სიყვარულისა თუ გატაცების ობიექტი ასაკით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

ტყუპები

შესაძლოა წარმატების გზაზე დაბრკოლებებმა იჩინოს თავი, ამიტომ შეეცადეთ მართვის სადავეები ხელში აიღოთ და გააკეთოთ ის, რაც ძალიან კარგად იცით, რისი გამოცდილებაც გაქვთ.

კირჩხიბი

შინაგანად რაღაცის მოლოდინი გაქვთ და გულმოდგინედ ელოდებით მინიშნებებს, შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში, მიიღეთ უსიამოვნებები გაკვეთილად, სასიამოვნო სიურპრიზები თქვენს სწორ სვლაზე მიუთითებს.

ლომი

მოიძიეთ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალებით დაიწყეთ თქვენი მიზნების განხორციელება. გაარკვიეთ თუ რამდენად საიმედო არიან თქვენი პარტნიორები და დააკვირდით საქმისადმი მათ დამოკიდებულებას.

ქალწული

მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, ახლა ახალი ნივთების შეძენა არახელსაყრელია. გაწერეთ ბიუჯეტი და გადაანაწილეთ ის აუცილებელი საკითხებისთვის.

სასწორი

მეტი იაქტიურეთ, გაისეირნეთ ოჯახის წევრებთან ერთად, დაისვენეთ დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, აღიდგინეთ ენერგია, შეხვდით ახალ გამოწვევებს პოზიტიური ენერგიით.

მორიელი

ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ, რათა უადგილო კომენტარებითა და დაუფიქრებელი გამონათქვამებით ტკივილი არ მიაყენოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

მშვილდოსანი

შესაძლოა გარკვეულმა ადამიანებმა დახმარება გთხოვონ, თქვენ შეძლებთ უანგაროდ დაეხმაროთ მათ მძიმე პრობლემების მოგვარებაში, ეს სიკეთე შემდეგ ასმაგად დაგიბრუნდებათ.

თხის რქა

ეს დრო კარგია აქტიურად გამოიყენეთ ნებისმიერი საქმიანობისთვის, ცვლილებებისთვის, პრობლემატური საქმიანი საკითხების გადასახედად და გადასაჭრელად, აგრეთვე ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

მერწყული

ფრთხილად იყავით ახალგაცნობილ ადამიანებთან, არის ალბათობა შემთხვევით ისეთი რამ გასთქვათ, რომელსაც შემდეგ ძალიან ინანებთ.

თევზები

ოჯახური თავშეყრა და ერთობლივად სამომავლო გეგმების დასახვა, აზრების ურთიერთგაცვლა, თბილი ატმოსფერო, მეტად სასიკეთო მყუდრო გარემო, ეს ისაა, რაც ახლა ძალიან გჭირდებათ.

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.