ვერძი
10 სექტემბერი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს გაიზრდება ორგანიზაციული უნარები, ხიბლი და სექსუალობა. შესაძლებელი გახდება გეგმებისა და იდეების განხორციელება. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა დღეს ძალიან ნაყოფიერი იქნება. თვალყური ადევნეთ თქვენი და ახლობლების ჯანმრთელობას.
კურო
ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. ყველაზე ძლიერი და ამბიციური სურვილების განხორციელება გელით. კარგი პერიოდია კომერციული კავშირების, პირადი ურთიერთობების გასავითარებლად. უნდა ელოდოთ ბიზნეს წინადადებებს. თქვენ მიაღწევთ ფინანსურ წარმატებას პარტნიორების ან გავლენიანი მფარველების დახმარებით. შესანიშნავი დროა საპირისპირო სქესთან კომუნიკაციისთვის. ჰარმონიული ურთიერთობის ალბათობა ძალიან მაღალია.
ტყუპები
დღეს თქვენი ბიზნეს საქმიანობა შედეგს მოიტანს, თუმცა ეს მცირე გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს თანამდებობაზე და ავტორიტეტზე.
კირჩხიბი
ახალი იდეების წყალობით, ახალი მოკავშირეების გაჩენის ალბათობა იზრდება. ბიზნეს შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები თქვენგან მოითხოვენ მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებას. საუკეთესო დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.
ლომი
ყოველდღიურ საკითხებში გადაჭარბებულმა გულუბრყვილობამ შეიძლება სამსახურში შეცდომებამდე მიგიყვანოთ, ან მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შექმნას. ვარსკვლავები გვირჩევენ ფრთხილად იყოთ პარტნიორებთან და არ ენდოთ უცხო ადამიანების აზრს. წარმატების გასაღები არის საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობა და სარისკო საქმიანობებზე უარის თქმა.
ქალწული
ხელსაყრელი დღე ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად, პარტნიორებთან შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. ეს განსაკუთრებით ქალწულ ბიზნესმენებს ეხება. ნებისმიერი წამოწყება მოგვიანებით კარგ შედეგს მოიტანს. ასევე ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში სიახლეებისათვის. გახსოვდეთ, თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებზე კარგად უნდა დაფიქრდეთ.
სასწორი
ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი მოკავშირეები ან მფარველები, რომელთა დახმარება დადებითად იმოქმედებს თქვენს საქმეებზე. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად. არ არის გამორიცხული კარიერული კიბის მაღალ საფეხურზე ასვლა. ეცადეთ, ამ დღეს ალკოჰოლს მოერიდოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა პოზიტიური ცვლილებებისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ მაღალი მიზნების მიღწევაში. ამასთან, ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს: რთული საქმეების გადაწყვეტა ერთ დღეში შეუძლებელია.
მშვილდოსანი
დღე შეიძლება მძიმე იყოს. ბიზნეს სექტორში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის ეს დღე კიდევ უფრო მძიმედ ჩაივლის. თუმცა, ეცადეთ პოზიტივი შეინარჩუნოთ. საუკეთესო დღეა რათა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობებს დაუფიქრდეთ და მათზე წყენა გადახარშოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები დიდი ხნის სურვილის ან გეგმის განხორციელებას გპირდებიან. არ არის გამორიცხული გავლენიანი ნაცნობების გაჩენა, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ და თქვენს მიზნებს ხორცს შეასხამენ. თუმცა, წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება გელით. დღე ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
მერწყული
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. მსხვილი შენაძენები ან კომერციული გარიგებები მომგებიანი იქნება.
თევზები
თევზებს საინტერესო შეხვედრები ელით, განსაკუთრებით ქალებს. თევზები მამაკაცები უნდა იყვნენ მომთმენი და ტაქტიანი. შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვა. ყველაფერი თქვენს დიპლომატიურ უნარებზეა დამოკიდებული.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.