USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რას გვპირდება 29 ივლისის ჰოროსკოპი?
 1130

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელ დღეს სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით. თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. თუ იაქტიურებთ, საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ. ახალი ნაცნობობის ნუ შეგეშინდებათ და წვეულებაზე მიწვევას აუცილებლად დათანხმდით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული და დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ძველი დაასრულოთ და საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე იზრუნოთ. ამ დღეს მომავალი თვის ტენდენციები ყალიბდება, ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვან და სარგებლის მომტან საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ტყუპებისთვის ბოლო დღეები განსაკუთრებით რთული და დაძაბული იყო. დროა, ცოტა განიტვირთოთ და საკუთარ საჭიროებებზე იფიქროთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ - მათ თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, ამიტომ „ასი თვალი და ყური უნდა გამოიბათ“ და თქვენს სიახლოვეს მომხდარი ამბავი არ უნდა გამოგეპაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საოჯახო საქმეები სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. გირჩევთ, გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებენ. ხელსაყრელი დროა მეგობრების შეკრებისა და მხიარული წვეულების მოწყობისთვის. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ - წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას - ოპონენტების დარწმუნებას მაინც ვერ შეძლებთ და დროს, ნერვებს და ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, საყიდლებზე წახვიდეთ და საკუთარი თავი ლამაზი ნივთებით გაანებივროთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედს გაგიმართლებთ და დიდ ხნის განმავლობაში გასიამოვნებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დაძაბული კვირის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ ერთი დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოთ. მათთან ურთიერთობა კარგი განწყობით და ოპტიმიზმით აგავსებთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში სახლისა და სამუშაო გრაფიკის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ეს მომავალი კვირის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე პასიურად, გარედან დამკვირვებლის პოზიციაში უნდა გაატარო და ძალები აღიდგინოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს დახმარების ხელი გამოგიწოდათ. დაურეკეთ და მოიკითხეთ, შესაძლოა, ამჟამად დახმარება მას სჭირდება. დღეისთვის დაგეგმილი საქმეები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ჯობს, მომდევნო კვირაში გადაიტანოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დროა, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სერიოზული პროექტის დაწყებაზე უარი თქვათ, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა და მონდომება არ გეყოფათ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგი ადამიანისა ან სიტუაციის მიმართ თქვენი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საყვარელი ადამიანები თქვენგან საოჯახო საქმეებში მონაწილეობას და დახმარებას ელიან. სამსახურში მოსალოდნელია მცირე კამათი. ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ, რომ კოლეგასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეგიძლიათ! თუნდაც კონფლიქტის შუაგულში იყოთ, ნათელი გონებით და მძლავრი არგუმენტებით მოწინააღმდეგის დაყოლიებას შეძლებთ. გასაკვირი არ არის, რომ ახლობლები საკამათო საკითხების მოსაგვარებლად თქვენ მოგმართავენ. გირჩევთ, დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ, საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ და საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

სავარაუდოდ, საქმეს, რომელიც არ გაინტერესებთ, თაროზე განუსაზღვრელი დროით შემოდებთ და საინტერესო საქმეებით დაკავდებით. სწორი გადაწყვეტილებაა - უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და შეიძლება ფინანსურადაც დაზარალდეთ. ოჯახის წევრებთან კამათი და დაპირისპირება გელით. მალე შერიგდებით, მაგრამ ეს უსიამოვნო ეპიზოდი დიდხანს გემახსოვრებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ცხოვრებაში ცვლილებების მოსაზიდად, ბინაში დიდი დასუფთავება უნდა მოაწყოთ და ყველა ნივთი თავის ადგილზე მოათავსოთ. მარტოობაში გატარებული დღე ბევრი საკითხის გააზრებასა და დამღლელი ურთიერთობისგან მცირე ხნით დასვენებაში დაგეხმარებათ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way