USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რას გვპირდება 24 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  340

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ძალიან გაგაკვირვებთ იმის გაგება, რომ რაღაც საკითხზე ახლობელ ადამიანებს თქვენგან განსხვავებული აზრი აქვთ. ვერძის ასეთ საქციელს სიჯიუტის გარდა არაფერი ჰქვია, თუმცა, ის გულწრფელად შეეცდება ოპონენტების პოზიციაში რაციონალიზმის მარცვლები დაინახოს.

კურო

ამ დღეს გაორმაგებული ენერგიით და პრინციპულობით მოქმედებთ! შესაძლოა დიდი ორგანიზატორული ნიჭით არ გამოირჩევით, თუმცა მოახერხებთ, რომ ახლობელ ადამიანებს რაღაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებისკენ უბიძგოთ. რატომღაც ყველა საქმეს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამთ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა, ცოტა მოდუნდეთ.

ტყუპები

ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს. შესაძლოა, ვიღაცის დახმარების და მფარველობის სურვილი გაგიჩნდეთ. ქველმოქმედება კეთილშობილი ადამიანების თვისებაა, მაგრამ საპასუხო მადლიერების იმედი არ უნდა გქონდეთ - სავარაუდოდ, ვერ მიიღებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობელი ადამიანების წრეში გართობა და დასვენებაა. ამაზე ფიქრები ყველა სხვა საქმეს გადაფარავს. ყველაზე კარგი, რაც ამ სიტუაციაში შეიძლება გააკეთოთ, რაიმე ბუნებაში პიკნიკია.

ლომი

ვარსკვლავები სწრაფად მოქმედებას გაიძულებენ, თანაც იმდენად სწრაფად, რომ ფიქრის დრო არ გაქვთ. სწრაფად მოქმედება კარგია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ასჯერ უნდა გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრით. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე ათამდე დაითვალოთ.

ქალწული

მიზანს პირდაპირი და გადამწყვეტი მოქმედებით უნდა მიაღწიოთ და „შემოვლით გზებზე“ უარი თქვათ. საგულდაგულოდ შედგენილი გეგმები შეიძლება საუკეთესო შედეგებით განახორციელოთ.

სასწორები

ამ დღეს თავდაჯერებულობას არ უჩივით. ვარსკვლავების განლაგება წარმატებულ დღეს გპირდებათ და მიზნის მისაღწევად უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ. ოპონენტებისა და კონკურენტების გზიდან ჩამოცილებას ისე ადვილად ახერხებთ, როგორც არასდროს.

მორიელი

ამ დღეს თავს ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნილად გრძნობთ. გარშემო მყოფების აქტიურობა გაღიზიანებთ, ხოლო მათ მბრძანებლურ საუბრებს მწყობრიდან გამოჰყავხართ. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, თავი აარიდოთ საზოგადოებრივ საქმეებს და პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალი ისე მაღალია, როგორც არასდროს! თუ არ იცით, მოზღვავებული ენერგია სად დახარჯოთ, გირჩევთ სპორტულ დარბაზს ეწვიოთ ან მკლავები დაიკაპიწოთ და ძველი, ძალიან მტკივნეული პრობლემის მოგვარებას შეუდგეთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი სულის სიღრმეში დიქტატორი გაიღვიძებს. ამ დღეს თქვენთან კამათი არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საშიშიც იქნება. თხის რქა თავს ბრძენ ლიდერად აღიქვამს, რომელსაც არავინ და არასდროს უნდა შეეწინააღმდეგოს.

მერწყული

ეცადეთ, თავისუფალი დრო სპორტს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმოთ. ასეთი აქტივობა არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ სულისთვისაც სასარგებლო იქნება. ამასთან, სპორტულ დარბაზშია მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც შეიძლება საინტერესო და პერსპექტიულ ურთიერთობად ჩამოყალიბდეს.

თევზები

ამ დღეს საბრძოლველად ხართ განწყობილი და ცდილობთ, ამისთვის მიზეზი იპოვოთ. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ პატარა ბრძოლა შეიძლება დიდ ომად იქცეს და თქვენთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდეს. ასე რომ, დაფიქრდით, იქნებ მშვიდობა ჯობს?

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.