USD 2.6577
EUR 3.0768
RUB 3.6692
თბილისი
რას გვპირდება 23 ნოემბერი? - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  636

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ?

 

ვერძი

გირჩევთ, რთული და არახელსაყრელი დღისთვის მოემზადოთ. პრობლემას არა გარე ფაქტორები, არამედ თქვენი შინაგანი მდგომარეობა გიქმნით. ამ დღეს ყოველი წვრილმანი გაგაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ, თავი ცოტათი მაინც აკონტროლოთ , რომ საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

კურო

მთელი დღე დაძაბულობაში ჩაივლის და საღამოს თავს ძალაგამოცლილად იგრძნობთ. ამ დღეს თქვენგან გმირობას არავინ ელის, ამიტომ რთული დავალებების აღებას მოერიდეთ და კარგად ნაცნობ საქმეებს დასჯერდით.

ტყუპები

გარშემო მყოფების მიმართ იმაზე თავაზიანი უნდა იყოთ, ვიდრე ოდესმე. თქვენი განწყობის ცვალებადობა სხვებსაც აღიზიანებს და თქვენც გვნებთ. სანამ ვინმეს რამეს ეტყვით, დაფიქრდით, ეტყოდით თუ არა ამას საკუთარ თავს.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემო მყოფები თქვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას ელიან. შესაძლოა, ვიღაცას თქვენი პირდაპირი დახმარებაც კი დასჭირდეს. ეს სიკეთე ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ ოდესმე აუცილებლად..

ლომი

ლომებს შეიძლება თავზე კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდეთ, თუმცა ეს უსამართლო კრიტიკა იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შურიანი ადამიანების სიტყვებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხოთ. ეცადეთ, თვალში არავის მოხვდეთ და თქვენ მიმართ კრიტიკა აუცილებლად იკლებს.

ქალწული

სავარაუდოდ, რაღაც გამოგრჩათ ან ვერ შენიშნეთ, თუმცა თქვენთვის დაგებულ მახეში, ადრე თუ გვიან, თქვენი მტრები გაებმებიან. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ, ვინ ვინ არის თქვენს გარემოცვაში.

სასწორი

უახლოეს დღეებში თქვენი მოქმედებები განსაკუთრებულად ფრთხილი და ზუსტი იქნება. თუ საქმიან ქაღალდებთან გიწევთ მუშაობა, ურთულესი დოკუმენტების გაგებას და „მოთვინიერებას“ შეძლებთ.

მორიელი

ამ დღეს წინა პლანზე საკუთარ თავს დააყენებთ. ეს არც კარგია და არც ცუდი. უბრალოდ, დროა, საკუთარ ინტერესებზეც იფიქროთ. თუ ვინმემ ეგოიზმში დაგადანაშაულათ, ყურადღება არ მიაქციოთ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს უსმინეთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შეიძლება ამ დღისთვის მნიშვნელოვანი გეგმები გაქვთ, მაგრამ ეცადეთ ყველა საქმე დილას დაასრულოთ და დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა

იმედები და ოცნებები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველა ოცნებას ასრულება არ უწერია. ეცადეთ, მთელი ენერგია იმ საქმეებში ჩადოთ, რომლებსაც საუკეთესოდ აკეთებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს, რომელიც თქვენი გულგრილობისგან დაიღალა.

მერწყული

ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობ ბილიკებზე უნდა იაროთ. თუ ექსპერიმენტის ჩატარებას მაინც გაბედავთ, შეეგუეთ, რომ დიდი შანსია, ეს თქვენი კარიერისთვის ცუდად დასრულდეს. არახელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

თევზები

თევზებო, ამ დღეს არავის არაფერი ურჩიოთ! როგორი კეთილი განზრახვაც არ უნდა გამოძრავებდეთ, გარშემო მყოფები ამას მტრულად მიიღებენ, ამიტომ დაივიწყეთ ქველმოქმედება და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნეთ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის