USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
თბილისი
რას გპირდებათ 20 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  714

20 ოქტომბერს, სავსე მთვარე ვერძში დღის მეორე ნახევარში გადავა.

სავსე მთვარე არის მომენტი, როდესაც ზრდის ენერგია შემცირების ენერგიით იცვლება. ამ დროისთვის, ახალი მთვარის შემდეგ დაწყებული პროცესები მაქსიმალურ განვითარებას აღწევს. ანალოგიის პრინციპით, სავსე მთვარე მარსის ენერგიას შეესაბამება. ამიტომ, ვერძში სავსე მთვარიდან მომდევნო ორ კვირაში შემოქმედებითი საქმიანობა და ინტენსიური სასიყვარულო ურთიერთობები წინა პლანზე გადაინაცვლებს.

ვერძი

ამ დღეს, თქვენ არა მხოლოდ პრობლემის არასტანდარტული გადაწყვეტის შეთავაზება, არამედ საკუთარი ძალებით მისი განხორციელებაც მოგიწევთ. ამის გარეშე, წარმატების იმედი ნუ გექნებათ.

კურო

ამ დღეს კომუნიკაციის დამყარება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ - ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

ტყუპები

თქვენს თავთან რაღაცის აღიარება მოგიწევთ. რაც მალე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი იქნება. უბრალოდ იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი.

კირჩხიბი

საჭიროა, ახლებურად გადახედოთ მიმდინარე მოვლენებს. ასროლოგები თვლიან, რომ თქვენ ერთ ადგილს ტკეპნით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სიტუაციას ერთი კუთხით უყურებთ.

ლომი

შესაძლოა, ამ დღეს რაღაც არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი საკითხები. სასურველია, თავი გააკონტროლოთ. გაფიცხებით თქვენ სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებთ.

ქალწული

თუ ამ დღეს რაღაც არ წავა გეგმის მიხედვით, დაუყოვნებლივ გადაწყვეტთ, ნუ ეცდებით, ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დააბრუნოთ. გარემოებების შესაბამისად იმოქმედეთ.

სასწორი

შესაძლოა, საკუთარ თავში ისე ჩაიკეტოთ, რომ რაღაც უნიკალური შესაძლებლობა გამოტოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, პერიოდულად საქმეებს მოწყდეთ და გარშემო მიმოიხედოთ.

მორიელი

ამ დღეს ვარსკვლავები წარმატებას ყველა ფრონტზე გიწინასწარმეტყველებენ. ამიტომ, თუ დიდი ხანია რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგრამ ვერ ბედავთ, ამის დრო ახლა მოვიდა.

მშვილდოსანი

დღევანდელ დღეს შეუძლია, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს. ამისათვის შეეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ, რას ამბობენ გამოცდილი ამხანაგები. მათი სიტყვები სწორ დასკვნამდე გიბიძგებთ და პერსპექტივას გაჩვენებთ.

თხის რქა

ამ დღეს, ვიღაცას შეუძლია გაგაბითუროთ. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ყველაფერი მარტომ გააკეთეთ. არ გადააბაროთ სხვას უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არ არის საჭირო.

მერწყული

დღეს შესაძლოა ბევრი საქმე მოგეყაროთ. თუ თქვენ მას ახლობელს არ გაუზიარებთ, რისკავთ, რომ მასში ყელამდე ჩაიძიროთ. შედეგი კი უღიმღამო იქნება.

თევზები

ეს შესაძლებლობების დღე იქნება. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, არის საკუთარი ძალების რწმენა. არ შეშინდეთ და სცადეთ რამე ახალი, თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის