USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
Frankfurter Rundschau - „სახელმწიფოს კრიზისი საქართველოში: 50-დღიანი მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და პიროვნული დაპირისპირებები“
თარიღი:  653

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუ“-ში (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სახელმწიფოს კრიზისი საქართველოში: 50-დღიანი მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და პიროვნული დაპირისპირებები“ (ავტორი - შტეფან შოლი). „სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლას და დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს, თუმცა საპროტესტო აქციებს სიმბოლური პოლიტიკური წარმმართველი ცენტრი არ ჰყავს“, - ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართული ტელეარხები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ბათუმში მომხდარი ჩხუბისა და ცემა-ტყეპის კადრებს ავრცელებენ: ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მნისტრს ცხვირი გაუტეხეს.... ოპონენტები თავს დაესხნენ და სცემეს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. თავის მხრივ, ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სილა გაარტყა პოლიციელს... ძალადობის ასეთი სცენები ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილი ხდება.

საქართველოში სახელმწიფოებრივი კრიზისი გრძელდება. ათი ათასობით მოქალაქე საღამოობით ქვეყნის ქალაქებში საპროტესტო აქციებს აწყობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ., რომლის გამარჯვება გასულ წელს ჩატარებულ საპრლამენტო არჩევნებში გაყალბებულად ივლება. თუმცა ოპოზიცია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ყველაზე მეტად იმით არის აღშფოთებული, რომ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკება შეწყვიტა 2028 წლამდე. არადა, გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს ევროპული ორიენტაცია აქვს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში წევრობას.

დღეს საქართველოში ყოველდღიურად ტარდება საპროტესტო დემონსტრაციები თეატრალური ჯგუფების, უმაღლესი სასწავლებელების ლექტორების და სხვა პროფესიული ჯგუფების მონაწილეობით. ათასობით კომპანია წერილობითი ფორმით ითხოვს განმეორებითი არჩევნების ჩატარებას და აქცია-მიტინგების მონაწილეთა პატიმრობიდან გათავისუფლებას. არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის „დემოკრატიის კვლევის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, ამჟამად 50 დემონსტრანტი პოლიტიკურ პატიმარს წარმოადგენს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს უშიშროების ორგანოების მიერ 2020 წლის დროინდელი დევნა-რეპრესიებისაგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე შეწყვიტა თავისი ღამის რეიდები. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისის გარკვეულ ეტაპზე მოცდა-ლოდინის პოლიტიკას ატარებს: „ამ სტრატეგიის თანახმად, აქციები დროთა განმავლობაში შეწყდება, ოპოზიციას მისი გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ექნება და საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ნორმალურ ურთიერთობას დაუბრუნდება“, - თვლის ყოფილი დიპლომატი ნატალია საბანაძე.

აშშ-ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქარტველოს მთავრობას სანქციები დაუწესა, არცევნების შედეგებს ევროკავშირიც არ აღიარებს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას და ამტკიცებს, რომ იგი კვლავ კანონიერ პრეზიდენტად ითვლება.

მაგრამ ფაქტია, რომსალომე ზურაბიშვიმა, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ნებაყოფლობით დატოვა თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე თავისი რეზიდენცია, რაც ბევრი ოპოზიციონერისათვის იმედგამაცრიებელი ნაბიჯი აღმოჩნდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის ცენტრალური საყრდენი პუნქტი იქნებოდა - ისევე როგორც მაიდანი იყო უკრაინული ოპოზიციისათვის 2014 წელს.

იმდროინდელი უკრაინული ოპოზიციისაგან განსხვავებით, ამჟამინდელ ქართულ ოპოზიციას სიმბოლური ცენტრი არ ჰყავს. დღეისათვის ოპოზიციის მიზანია ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევა. მაგრამ სხვადასხვა სამინისტროებში მომხდარი რიგი გადადგომებისა და ღია წერილების მიუხედავად, არც სახელმწიფო მმართველობის სისტემა და არც უშიშროების აპარატი არ გამოიყურება ისე, რომ მათი ჩამოშლა-ჩამოქცევა უახლოეს ხანში მოხდება.

„მე იმედი მაქვს, რომ პროტესტები იგივე ინტენსივობით გაგრძელდება, როგორც ადრე იყო“, - ამბობს ანდრო, აქციების აქტივისტი, - მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დღეს რთულია წარმოიდგინო სიტუაციის ისეთი ესკალაცია, რომელიც მთავრობას ახალი არჩევნების დანიშვნას აიძულებს“.

მოკლედ, საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას ან შესუსტება-გამოფიტვის ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა.

წყარო: https://www.fr.de/politik/staatskrise-in-georgien-50-tage-massendemos-streiks-und-wueste-schlaegereien-93523761.html

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის