USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „შვედეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ნატოს წევრი გახდება“
дата:  488

„რეჯეფ ერდოღანი ძალიან ეჭვობს, რომ შვედეთი მალე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. სტოკჰოლმის ნატოურ პერსპექტივას ხელს უშლის აგრეთვე ამასწინანდელი ინციდენტიც, როცა შვედეთის დედაქალაქში გამართულ მიტინგზე ისლამის წმინდა წიგნი - ყურანი საჯაროდ დაწვეს. ამ ფაქტმა თურქეთის მმართველ წრეებში და საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია“, - ნათქვამია გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შვედეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ნატოს წევრი გახდება“. ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ანკარის ვეტო ერთადერთი დაბრკოლება არ არის:  თურქეთის პრეზიდენტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც ეთანხმება - ორივე შეთანხმებულად მოქმედებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვილნიუსის სამიტამდე  სულ ორიოდე კვირაღა დარჩა, მაგრამ „ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად გარკვეული, უარს იტყვის თუ არა თურქეთის ნატოს ახალ წევრად შვედეთის მიღებაზე. „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერისა და თურქეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ ერდოღანს თურმე უთქვამს - „სტოკჰოლმს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ანკარა ნატოში შვედეთის წევრად მიღებას დაეთანხმება“.

ცნობისათვის: შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის მაისში ერთად წარადგინეს განაცხადი ნატოში წევრად მიღების მიღების მიზნით, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის ფონზე. ფინეთმა მოახერხა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანში 31-ე წევრად იქნა მიღებული, შევედეთს კი დღემდე არ მიუღია თანხმობა თურქეთისგან და უნგრეთისგან. თურქეთის ლიდერი რეჯეფ ერდოღანი იმიტომ ბლოკავს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, რომ სტოკჰოლმი არ იჩენს შესაბამის სიმკაცრეს „ტერორისტული ორგანიზაციის“ -  ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK - Partiya Karkerên Kurdistan) მიმართ.

რეჯეფ ერდოღანის პრესსამსახურმა დაადასტურა გერმანიისა და თურქეთის ლიდერების სატელეფონო მოლაპარაკება: თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაიჭირა შვედეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ზოგიერთ სწორ ნაბიჯს, მაგრამ, იმავდროულად, შეუწყნარებელია, რომ  „სტოკჰოლმი მხარს უჭერს დემონტრაციების ჩატარებას, რომლის მეშვეობითაც ტერორისტული პროპაგანდა ვრცელდება“.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ თურქეთი შვედეთის განაცხადზე დადებულ ვეტოს ალიანსის ვილნიუსის სამიტის გამართვამდე მოხსნის. მან ეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან კაია კალასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ნატოსაკენ მიმავალ გზაზე თურქეთის ვეტო შვედეთიათვის ერთადერთი დაბრკოლება არ არის - შვედეთის ალიანსში მიღებას მხარს არ უჭერს არც უნგრეთი, - აღნიშნავს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“, - უნგრეთის პარლამენტის დღის წესრიგში, რომელშიც შემოდგომამდე განსახილველი საკითხებია შეტანილი, შვედეთის ნატოში მიღების რატიფიცირების საკითხი არ ჩანს.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, როგორც ჩანს, ნატოს ჩრდილოურ გაფართოებას თავის თურქ მეგობართან კოორდინირებს, რომელთანაც ახლო ურთიერთობები აქვთ. სხვატა შორის, უნრეთმა მხოლოდ მაშინ განაცხადა ფინეთის ნატოში მიღებაზე თანხმობა, როცა თურქეთმა ვეტო მოხსნა, 2023 წლის მარტში.

მაგრამ სკანდინავიური სახელმწიფოს ალიანში შესვლას ამ ბოლო დღეებში კიდევ ერთი ახალი დაბრკოლება გაუჩნდა - სტოკჰოლმში ყურანის საჯაროდ დაწვა, რაც შვედებმა მუსლიმანებისათვის ძალიან მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს (რამადანის შემდეგ) - ყურბან-ბაირამს დაამთხვიეს. შვედეთის ტელეარხის SVT-ის მიერ ნაჩვენებ კადრებში ასახულია პიროვნება, რომელიც პოლიციის ბარიერის მიღმა დგას და ცეცხლს უკიდებს „წმინდა წიგნს“. აქციამ მშვიდად ჩაიარა, არავის პროტესტი არ გამოუხატავს, მხოლოდ ერთმა გაისროლა პატარა კენჭივით ქვა და ეგ იყო“, - წერს Frankfurter Allgemeine.

მართალია, სტოკჰოლმის პოლიციამ მოგვიანებით პროტესტის ორგანიზატორი დააკავა და იგი ერთაშორისო შუღლის გაღვივებასა და ქალაქის ქუჩებში კოცონების გაჩაღების კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. ამავე დროს სტოკჰოლმის სასამართლოს დადგენილებით, შვედეთის მოქალაქეებს აქვთ მსგავსი აქციების მოწყობის უფლება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაკან ფიდანმა უკვე დაგმო სტოკჰოლმში მომხდარი აქცია და მას „საძაგელი ქმედება“ უწოდა: „ასეთი ფაქტების წაქეზება, რასაც შვედები აკეთებენ, იმას ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავენი არიან“, - ციტირებს თურქ მინისტრს Frankfurter Allgemeine და აღნიშნავს, რომ რადგან მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა და შვედეთი შეჩერებას არ აპირებს, სწორედ ამიტომ სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა შორეული ხდება.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/politik/ausland/erdogan-schweden-kann-nicht-auf-baldiges-ja-der-tuerkei-fuer-nato-beitritt-hoffen-18997427.html

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати