USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „სანქციებით რუსეთთან ომს ვერავინ ვერ მოიგებს“
თარიღი:  457

„დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული საჯარიმო სანქციებით თავის საწადელს ვერ მიაღწევს და უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში მოსკოვის არმიაზე ვერ გაიმარჯვებს“, - აცხადებს გერმანულ გაზეთის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისათვის“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) მიცემულ ინტერვიუში კორნელის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნიკოლას მალდერი, რომელსაც გერმანელი ჟურნალისტი ვინანდ ფონ პეტერსდორფი ესაუბრება. მასალა გამოქვეყნებულია სათაურით „სანქციებით რუსეთთან ომს ვერავინ ვერ მოიგებს“.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

რუსეთმა შეძლო დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციებისადმი ადაპტირება. კრემლი შეეგუა ცალკეულ შეზღუდვებს და რიგ შემთხვევებში მათი ალტერნატივა მონახა. საქმე იმაშია, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, მას ბევრი გამოუყენებელი რესურსები აქვს და ბევრ სფეროში დასავლეთისაგან დამოუკიდებელია. ამიტომაც ილუზიაა, ვისაც სჯერა, რომ მას სული ამოხდება, ძალ-ღონე გამოეცლება და ისე დაიმორჩილებს

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს არ ჰქონდა იმის გამოცდილება რომ ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა ამერიკას და ევროპას რაიმე დივიდენდებს მოუტანდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო დამოუკიდებელი რიგ სფეროებში და ახალა, რუსეთიც, გარკვეულწილად ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. თვითონ განსაჯეთ: რუსეთი მსოფლიოში ნავთობ-გაზის ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორს წარმოადგენს, მისი მოსახლეობა უზრუნველყოფილია ძირითადი სასურსათო პროდუქტებით (მარცვლეულით და განსაკუთრებით ხორბლით), რუსეთის წიაღი მდიდარია იშვიათი მინერალებით, ლითონებითა და ენერგიით.

მცდარია აგრეთვე დასავლეთში გავრცელებული თვალსარისი, რომ რუსეთი მხოლოდ ე.წ. „ბენზინგასამართი ქვეყანაა“. პირიქით - მას აქვს დიდი მოცულობის შიდა ბაზარი და მთავრობა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს მხოლოდ ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით არ აფინანსებს.

 სანციების ერთადერთი სარგებელი იმით გამოიხატება, რომ მათ მორალური ფასეულობა გააჩნიათ. რასაკვირველია, საერთაშორისო წესების დამრღვევი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ამისათვის ისეთი მიდგომა და ფორმები უნდა მოიძებნოს. როცა ვინმეს სანქციას უცხადებ, იქვე უნდა მიუთითო, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნეს (გაუქმდეს) სანქცია, ანუ ერთგვარი წახალისების სისტემა უნდა შეიქმნას, უნდა გაცხადეს საჯარიმო ზომების გაუქმების კონკრეტული პირობები.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ დღეს ისეთ იდეოლოგიურ-გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ სანქციების შემოღება უფრო გვიადვილდება, ვიდრე მისი გაუქმება“, - ამბობს ამერიკელი ინსტორიკოსი ნიკოლას მალდერი ინტერვიუში.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/wirtschaft/russland-sanktionen-warum-sie-laut-historiker-den-krieg-nicht-gewinnen-19419572.html

 

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის