USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა
дата:  500

რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ მედიაში ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კადიროვს თირკმელების პრობლემები გაურთულდა და დიალიზიც ვეღარ შველის.

გუშინ კადიროვის შვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და მამას ღვთის წყალობა უსურვა, თუმცა მისი ჯანმრთელობის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати