USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
თბილისი
რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაჩერებულია, ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია - ქეთი ქვარცხავა
თარიღი:  

წყარო:https://bm.ge/

იურიდიული კომპანია BLC LAW-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახა.

როგორც ქეთი ქვარცხავამ BMG-ის განუცხადა, კანონის მიღების და საქართველოს საგარეო კურსთან გაჩენილი კითხვების ფონზე, ინვესტორებმა არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება შეაჩერეს, რომლებიც ამ დრომდე არაა განახლებული.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, ბიზნესი ახლა მოლოდინის რეჟიმშია, ამ ყველაფერს კი წინასაარჩევნო პერიოდიც ემატება, რაც ინვესტორების გადაწყვეტილებებზეც აისახება.

„ძალიან წინააღმდეგობრივი რიტორიკაა ხელისუფლებისგან, რაც ბიზნესისთვის დაუშვებელია. ერთი მხრივ, რიტორიკა მიდის იმისკენ, რომ ვექტორი დავსვით ჩრდილოეთისკენ, მეორე მხრივ კი არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენს მოქმედებას იმაზე გაცილებით მეტი ეფექტი და გავლენა აქვს გარემოზე, ვიდრე ჩვენს სიტყვას. ჩვენი მოქმედება კი ამ შემთხვევაში არის „რუსული კანონის“ მიღება, მეორე მხრივ, კი სიტყვაა, რომ მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრი. ეს ლირიკაა და შესაბამისად მოქმედებს ბიზნესიც. ბოლო პერიოდში რამდენიმე მსხვილი პროექტი საერთოდ გაჩერდა და ალბათ აღარც განხორციელდება. ეს იყო როგორც თბილისში, ასევე აჭარის რეგიონში დასავლური ინვესტიციები, დიდი სამშენებლო პროექტები. ამ შემთხვევაში, ბიზნესის პასუხი ისაა, რომ ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან, დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, არჩევნებია ის წერტილი, რომელსაც ბიზნესი ელოდება“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

 

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის