USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რამდენი მილიარდის დახმარება გაუწიეს პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას?
თარიღი:  788

რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უმძიმესი ეკონომიკური ვითარების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მის დასახმარებლად პარტნიორმა ქვეყნებმა მილიარდობით დოლარის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გამოყვეს.

დახმარების მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ლიდერობენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, პარტნიორი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 85 მილიარდ დოლარს აღწევს.


ფინანსური დახმარების რეიტინგი:

1. ევროკავშირი - $12.3 მლრდ;
2. აშშ - $10.3 მლრდ;
3. ბრიტანეთი - $2.1 მლრდ;
4. კანადა - $1.8 მლრდ;
5. გერმანია - $1.2 მლრდ.

სამხედრო დახმარების რეიტინგი:

1. აშშ - $25.0 მლრდ;
2. ბრიტანეთი - $4.0 მლრდ;
3. ევროკავშირი - $2.5 მლრდ;
4. პოლონეთი - $1.8 მლრდ;
5. გერმანია - $1.2 მლრდ.

ჰუმანიტარული დახმარების რეიტინგი:

1. აშშ - $9.2 მლრდ;
2. ევროკავშირი - $1.4 მლრდ;
3. გერმანია - $0.7 მლრდ;
4. ბრიტანეთი - $0.4 მლრდ;
5. კანადა - $0.3 მლრდ;

საგულისხმოა, რომ მოცემული სტატისტიკა არ მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ დახმარების პაკეტებს.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის