საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ფერმებში 10 მილიონზე მეტი ქათამია, რომლებიც ყოველწლიურად 600 მილიონზე მეტ კვერცხს დებენ.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ფრინველის კვერცხის მიმართულებით, საქართველოში ადგილობრივი წარმოება, ფაქტობრივად, სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს კვერცხის წარმოება 5%-ით, 638 მილიონამდე შემცირდა.
2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა $1.2 მილიონის 310 ტონა კვერცხი, ხოლო იმპორტმა ასევე 1.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქსტატი წარმოების მოცულობასთან ერთად ფასებსაც იკვლევს. მისი მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით თავად ფერმერული მეურნეობების მიერ კვერცხის საბითუმო რეალიზაციის ფასი ერთ კვერცხზე 24 თეთრს შეადგენდა. ამ მხრივ ფასები 2017-2020 წლებში ფაქტობრივად უცვლელი იყო, თუმცა 2021 წელს საბითუმო ბაზარზე ფასების ზრდას ჰქონდა ადგილი. ჯერჯერობით, ფასების ახალი სტატისტიკა საქსტატს არ გამოუქვეყნებია.
კვერცხის და მთლიანად მეფრინველეობის პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტულ კოპტონსა, ქერსა და სხვა საკვებზე, რომელსაც საქართველო ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან, მათ შორის უკრაინიდან ყიდულობდა. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ამ საქონლის მოწოდების ჯაჭვები მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ მოაქცია.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128