მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულია სულ - 170 საჯარო მოხელე და 121 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, - ამის შესახებ მთავრობის ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს გაუგზავნა.
გოცირიძემ მთავრობის ადმინისტრაციას სადეპუტატო კითხვებით მიმართა:
წელს მთავრობის ადმინისტრაციის მთლიანი ბიუჯეტი 24 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც სახელფასო ხარჯად 10.15 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით შტატების ზღვრული რიცხოვნობა 227-ია, რაც ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით 64-ით ნაკლებია. ამასთან, დასაქმებულთა ზღვრული რაოდენობის კადრებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება თვეში 3,700 ლარს (ხელზე 2,980 ლარს) შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.