USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
რაჭაში, სტიქიის შედეგად 4 სოფელი გარესამყაროს ერთი თვე იქნება მოწყვეტილი.
дата:  987

მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

გიორგი გახარიას თქმით, რაჭაში, სტიქიის შედეგად 4 სოფელი გარესამყაროს ერთი თვე იქნება მოწყვეტილი.

„რამდენიმე სახლი სერიოზულად არის დაზიანებული. მოგეხსენებათ, 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, 8 სოფელი რჩებ, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის - ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ვესაუბრეთ „ენერგო პროსაც“, რომელიც გვპირდება, რომ ოპტიმისტურის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 კვირაში ელექტრომომარაგების აღდგენა. ის 4 სოფელი, რომელიც მე ჩამოვთვალე - ღები, პატარა ღები, შოვი და გლოლა ერთი თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილ მდგომარეობაში. რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, რასაც დღეს ვუყურებთ, მხოლოდ მაგისტრარული გზების აღდგენითი სამუშაოები დამატებით საჭიროებს დახლოებით 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати