USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
дата:  416
2023 წლის 11 მარტის შეჯამება უკრაინაში:
(რუკაზე - ზოგადი მდგომარეობა აღმოსავლეთის ფრონტზე - ბახმუტისა და მისი შემოგარენის ირგვლივ)
- საბრძოლო მოქმედების ზონაში ფართო ტერიტორიაზე აქტიური შემტევი ოპერაციების ტემპი კიდევ უფრო დავარდა. ლოკალური შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებით. შეტაკებებმა, ძირითადად, კარგად გამოკვეთილი ფრონტალური სახე მიიღო.
- ყველაზე აქტიური მოქმედებების ნაწილი კვლავ ბახმუტის მიმართულებაა. ქალაქს რუსები სამხრეთიდან აწვებიან, მაგრამ წინსვლა დღეის მდგომარეობით არ აქვთ. პირიქით, უკრაინული მცირე ჯგუფები ქალაქის ირგვლივ განლაგებულ რუსულ ნაწილებს ესხმიან თავს. აქტიურია არტილერიის მუშაობაც. იმატა ტყვეების რაოდენობამ. პრაქტიკულად, "ვაგნერის" წევრები საკვებისა და ამუნიციის მოსაპოვებლად ქალაქისა და მისი შემოგარენის ირგვლივაც კი გადაადგილდებიან, მაგრამ ტყვედ ცვივიან ან კვდებიან. "ვაგნერის" უფროსი პრიგოჟინი იმუქრება მთელ უკრაინას დავამარცხებთო, მაგრამ ჯერჯერობით წინსვლაც კი ლიმიტირებული აქვთ. ირგვლივ, მდელოები კი მიცვალებულებით არის სავსე.
- კიდევ ერთი პოზიციური ბრძოლის წერტილად კრემინა და სვატოვეს მიმართულება ჩნდება. კრემინასთან ახლა უკრაინელები ცდილობენ პოზიციების აღდგენას, რომლებიც წინა ორი თვის განმავლობაში დაკარგეს (საუბარია 2-3 კილომეტრიან მონაკვეთზე). სვატოვესთან კი რუსები აწარმოებენ მცირე მასშტაბის შეტევას, თუმცა საკმაოდ ლოკალიზებულს და არაეფექტურს.
- მარიუპოლის რუსული პოზიციები, როგორც დონეცკის რაიონში რუსული მომარაგების ყველაზე აქტიური წერტილი უკრაინული პარტიზანების, დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა. პრაქტიკულად, ყოველკვირეულად იბომბება ეს მიმართულება.
- ძალიან გახშირდა უკრაინელთა მხრიდან რუსული ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო და სარადარო სისტემების განადგურება. ბოლო დღეებია უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ზურგში, საზღვრის სიახლოვეს, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით გაანადგურეს ძვირადღირებული რუსული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღების საწყობი. როგორც ჩანს უკრაინელებმა დაიწყეს Switchblade 600 თვითგანადგურებადი დრონების აქტიური გამოყენებაც.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати