USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  834
2023 წლის 7 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინული შეტევა ბახმუტის ირგვლივ საკმაოდ ეფექტურად ვითარდება. ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც უკრაინელები რუსულ პოზიციებს ინტენსიურად უტევენ. იმ ფონზე რომ თავდაცვის ზღუდეები საკმაოდ სუსტად აქვთ მოწყობილი რუსებს, უკრაინელთა წინსვლა შესამჩნევია.
[რუკაზე: ლურჯი ფერით ის ტერიტორიებია ნაჩვენები, რომლებიც უკრაინელებმა ბოლო სამ კვირაში გაათავისუფლეს. ისრებით კი უკრაინელთა იერიშების მიმართულებებია ნაჩვენები]
- რუსეთის, ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება. უკრაინული არტილერია შებეკინოსა და ბელგოროდის ოლქში ღრმად მდებარე რუსულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს. შებეკინო თითქმის სრულადაა დაცლილი. მიუხედავად განმეორებითი მცდელობისა რუსულმა სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს და ვერ დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები საზღვრისპირად უბნებში - მათ კვლავ პრო-უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ამასთან, პრო-უკრაინული ძალები იყენებენ მძიმე ტექნიკას - ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს.
- გარკვეული მოძრაობებია ზაპორიჟიას ოლქში, ლობკოვეს მიმართულებით, ორეხივის სიახლოვეს. უკრაინელები რუსულ თავდაცვით პოზიციებს სინჯავენ და არცთუ მაღალი ინტენსივობით უტევენ. ზოგადად, ამ მიმართულებით ნელი და მეთოდური სამხედრო ოპერაცია რთულად ჩატარდება, რადგან ძალიან ფორტიფიცირებულ პოზიციებზე ნაბიჯ-ნაბიჯ შესკდომა კოლოსალურ დანაკარგებთან იქნება ასოცირებული. ამიტომაცაა, რომ უკრაინელები სინჯავენ სისუსტეებს რუსულ პოზიცებზე და ყველაზე ეფექტური რომელიც იქნება მათ გამოყენებას შეეცდებიან ღრმად იერიშის წამოსაწყებად. ეს არამხოლოდ ზაპორიჟიას ოლქს ეხება, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უმრავლესობას.
- კახოვკას კაშხლის აფეთქება პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოების გვერდით აყენებს. ეს კი კრემლს საერთაშორისო ლეგიტიმაციას კიდევ უფრო უკარგავს. პრაქტიკულად, უკრაინის მხარდაჭერა ბოლომდე და რუსეთის გარდაუვალი დამარცხება ახლა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ამოცანა ხდება, რადგან სხვა შემთხვევაში არამხოლოდ დაპყრობითი ომები, არამედ ტერორისტული აქტები, როგორც დაშინების მეთოდი აგრესიული სახელმწიფოების მხრიდან ჩვეულ მოვლენად გადაიქცევა. ეს კი საერთაშორისო წესრიგს დიდი ქაოსის წინაშე დააყენებს. ეს რომ კარგად ესმით დასავლეთშიც ამიტომაა რომ მისი მარცხის აუცილებლობაში ყოველდღიურად რწმუნდება ყველა.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის