USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  391
15.02.2024 - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:
- სიტუაცია ავდიივკაში - ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ - კრიტიკულია. რუსებმა გადაჭრეს ქალაქის მომარაგების ძირითადი მაგისტრალი. დამატებითი, ახლად გაჭრილი საველე გზებით ქალაქთან კავშირი კვლავ აქვთ უკრაინელებს, მაგრამ ვითარება ძალიან რთულია, გარემო კი დათოვლილი და ტალახიანი.
ბოლო 48 საათში ქალაქის აღმოსავლეთით, რუსები აქტიურად უტევენ წყლის საფილტრ ქარხანას. სავარაუდოა, რომ პირველ ეტაპზე უკრაინელები ამ პოზიციიდან ავდიივკას სიღრმეში იხევენ უკან.
რუსებმა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სპარტაკის მომიჯნავედ მდებარე უკრაინელთა მიერ გამაგრებული პოზიცია "ზენიტი" აიღეს. ისინი მას 2014 წლიდან უტევდნენ. წლობით განმეორებითი შეტევების მიუხედავად მისი აღება რუსების მიერ ვერ მოხერხდა. ის კი არა 2014-2022 წლებში ამ წერტილში სროლები თითქმის ყოველკვირეულ ხასიათს ატარებდა.
ქალაქში უკრაინელთა დამხმარე ელიტური დანაყოფები შევიდნენ, მაგრამ ეს აპრიორი მთელი ქალაქის დაცვაზე ორიენტირებას არ გულისხმობს და სრულიად ლოგიკური იქნება თუკი მათი ამოცანა მანამდე იქ მყოფი, გამოფიტული უკრაინული ნაწილების გაყვანა და ალყის თავიდან არიდება იქნება.
ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, კამიანკასთან უკრაინელებმა პრევენციული საარტილერიო დარტყმა განახორციელეს რუსულ კოლონაზე. ახლა ახლო საბრძოლო მოქმედებების პირობებში მოწინააღმდეგის მოქმედება უფრო ადვილად შესამჩნევია.
რუსების დანაკარგი ძალიან დიდია. ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე საუბარია 5-7 ათას მოკლულსა და 15 ათას დაჭრილ სამხედროზე. ეს მონაცემები კონსერვატიულია და შეიძლება ბევრად მეტიც კი იყოს. ტექნიკის ამბავში 250 ტანკის დაკარგვას ვარაუდობენ. 2022 წლიდან მოყოლებული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგი ამ მიმართულებაზე 35 ათასზე მეტია (დაჭრილი და მოკლული).
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქტიურია რუსული ავიაცია. ისინი არამხოლოდ უკრაინელთა პოზიციებს ბომბავენ, არამედ მთელს ქალაქს, მათ შორის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რუსებმა საკუთარი სამხედროების პოზიციებიც კი დაბომბეს ქალაქის შიგნით. სიტუაცია საკმაოდ ქაოტურია.
ავდიივკაზე შტურმისათვის რუსებმა სხვა სექტორებიდანაც კი მოხსნეს ნაწილები და ამ მიმართულებას შეუსიეს. ტალღოვან შეტევებს მასობრივი დანაკარგები ახლავს თან. ქალაქის შემოგარენი დახოცილი სამხედროებითაა სავსე.
- ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებაზე რუსული იერიში გრძელდება. მათი მიზანი მდინარე ოსკილზე გასვლაა. თუმცა ძალიან დიდი დანაკარგებისდა მიუხედავად წინსვლა შეჩერებულია. ავდიივკას აღების შემთხვევაში შესაძლოა რუსების შეტევის დაწოლა კუპიანსკისაკენ განვითარდეს. თუმცა არის ვარაუდი, რომ რუსებმა ზაპორიჟიას ოლქზე იეირიშის მცდელობა აირჩიონ.
- ლუგანსკის ოლქში, ბილოჰორივკასთან რუსული იერიში ჩავარდა. ამ მიმართულებით რუსები პერიოდულად აქტიურდებიან ხოლმე.
- დაიბომბა რუსეთი, ბელგოროდის ოლქი. ეს მას შედეგ რაც დღის განმავლობაში უკრაინული ქალაქების მიმართულებით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები იქნა გაშვებული. კრემლში ჩივიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მოსახლეობის დაღუპვაზე. არადა ამ ყველაფრის შეჩერება სულ მარტივად შეძლება - რუსეთის მიერ დაწყებული აგრესია შეწყდეს უკრაინის წინააღმდეგ ან/და რუსმა მოსახლეობამ დაამხოს პუტინის რეჟიმი. სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ომის დამწყები აგრესორის წინაშეა.
- დაიბომბა რუსეთის კურსკის ოლქი. იქ ნავთობტერმინალი იქნა განადგურებული. ლოჯისტიკაზე მაქსიმალური დარტყმა კვლავ უკრაინელთა სამიზნეა.
- ამ ფონზე რუსეთმა ესტონეთის პრემიერ მინისტრზე, კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა. პრემიერის განცხადებით მას არაფერი უკვირს და რომ მისი ოჯახი თავის დროზე საბჭოთა რეპრესიებისა და გადასახლების მსხვერპლი იყო.
- სანამ აშშ დახმარების გამოყოფაზე უსაშველოდ დავობს იარაღის მიწოდებისათვის გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია ემზადებიან. რეალურად, ევროპა აქტიურად იწყებს საკუთარი იარაღის მაქსიმალურად სწრაფ წარმოებას. ეს არაა მოკლევადიანი პროცესი, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად არსებობს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის